ბორჯომის პარკი

უფრო ახლოს ჰოლივუდთან - საქართველოში კინემატოგრაფისტთა სასწავლებელი იხსნება

20
თბილისში კინემატოგრაფისტთა სასწავლებელი გაიხსნება, სადაც მასტერ-კლასებს მსოფლიო ვარსკვლავები ჩაატარებენ. „

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. რეჟისორი გიგა აგლაძე საქართველოსა და აზერბაიჯანში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობის პრეზიდენტი გახდა, ამ წარმომადგენლობის ბაზაზე თბილისში უახლოეს მომავალში საერთაშორისო დონის კინემატოგრაფისტთა სასწავლებელი გაიხსნება.

„დევიდ ლინჩის ფონდი ამიერკავკასიაში საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს, შესაძლოა, მას მალე სომხეთიც შეუერთდეს. ფონდის ბაზაზე შექმნილ სასწავლებელში ჩამოვლენ ცნობილი ადამიანები და მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წავიდნენ ამერიკაში, ევროპაში, მოხვდნენ ცნობილ კინოსტუდიებში, ჰოლივუდში", — ციტირებს აგლაძეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

აგლაძის თქმით, საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპისა და აშშ-ის კინოინდუსტრიასთან, დევიდ ლინჩთან, მარტინ სკორსეზესთან და ა.შ.

„ასეთი შესაძლებლობა არც ქართველებს, არც აზერბაიჯანელებს ჯერ არ ჰქონიათ. შესაძლოა, რუსები და თურქებიც ჩამოვიდნენ. ასეთი სასწავლებლის შექმნა ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები შეხვდებიან ამ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე პირველ პირებს", — აღნიშნა აგლაძემ.

საქართველოში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო დონის სერთიფიკატს მიიღებენ. ამასთან სწავლის საფასური უცხოეთთან შედარებით უფრო მისაღები იქნება. ეს საქართველოს ყველასათვის უფრო მიმზიდველს გახდის.

დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს.

ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაგაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია და ასევე „დევიდ ლინჩის ფონდის იდეალური განათლების განვითარებისათვის და მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის" სამეურვეო საბჭოს დამფუძნებელი და დამაარსებელი. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

20