Toyota IST

საქართველოში ქალები უპირატესობას Toyota-ს ანიჭებენ

45
(განახლებულია 15:02 25.04.2017)
ქალები საქართველოში უმეტესად Toyota-ს მარკის ავტომობილებს ყიდულობენ, ხოლო მამაკაცები - Mercedes Benz-ს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქალებს შორის 2016 წელს ავტომანქანების ყველაზე პოპულარული მარკა საქართველოში Toyota, Nissan-ი და Mercedes Benz-ია, აღნიშნულია ქვეყნის შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ავტომობილების საერთო რაოდენობიდან, რომლებიც პირველად დარეგისტრირდა საქართველოში გასულ წელს და რომლის მფლობელიც ქალები არიან, 22,4% არის Toyota, 20,6% — Nissan-ი და 11,8% — Mercedes Benz-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოში ყველაზე ხშირად Toyota-ს მარკის ავტომობილებს ირჩევენ, ყველაზე პოპულარული მოდელი აღმოჩნდა Nissan Tiida (9%).. ლიდერთა სამეულშია ასევე Honda Fit (8%) და Toyota Prius (6%).

მამაკაცები საქართველოში უპირატესობას ანიჭებენ Mercedes Benz-ს (19,9%), ხოლო მოდელის არჩევისას — E კლასს (7,4%).

შემდეგ მამაკაცთა შორის პოპულარობის მხრივ არის Toyota (15,6%) და Nissan (13,6%).

2016 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 1,2 მლნ ავტომობილი, რაც 2015 წელთან შედარებით 8%-ით მეტია.

45