გირჩი

„გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს დახმარებას ჰპირდება

213
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე „ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik.  „ახალი პოლიტიკური მოძრაობა — „გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება, იუწყება ტელეკომპანია „RUSTAVI2”

რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება” გასცემს დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად. აღნიშნულ ცნობას „გირჩის” წევრები – მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი –არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია აწერენ ხელს.

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე „ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

საქართველოში სავალდებულო სამხედრო გაწვევა თავდაცვის ექს-მინისტრმა თინა ხიდაშელმა 2017 წლის ივნისში გააუქმა, თუმცა ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის უწყებამ კვლავ აღადგინა სავალდებულო სამხედრო გაწვევა.  

 „გირჩში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკურ მოძრაობას თვეების განმავლობაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების კუთხით დახმარების თხოვნით, უამრავმა ახალგაზრდამ მიმართა. პარტიის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მათ სცადეს ყველა შესაძლო გზა, თუმცა "სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა შეუვალი, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკური არგუმენტებისთვის."

გავრცელებული ინფორმაციით, გირჩის წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის მიერ კურთხეულმა ხუთმა სასულიერო პირმა, იგივე წვევამდელმა, სწორედ ამ გზით შეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადება. 

ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. 

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოში იწვევენ 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ გასამხედროებულ სტრუქტურებში მსახურობენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხებოდა.

 

 

213
ლაბორატორია

სამეგრელოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

4
(განახლებულია 16:29 14.04.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 32-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 89 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 233 პაციენტია მოთავსებული, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 115 კოვიდ-პაციენტი გადის – შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 761-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 286.406-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია


 

4
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ტურისტები

საქართველო ინდოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს

30
(განახლებულია 16:29 14.04.2021)
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13,9 მლნ–ს მიაღწია. ქვეყანა აშშ–ის შემდეგ ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

ადრე მოქმედი წესებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის უპირობოდ გადმოკვეთა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

15 აპრილიდან კი ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ინდოეთიდან ჩამოსული პირები ასევე ვალდებული იქნებიან ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR–ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელ სტუდენტებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეეძლებათ.

ინდოეთში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ქვეყნაში ინფიცირების 184.372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე–ღამეში ინფექციამ 1.027 ადამიანი იმსხვერპლა.

 

30