„ტოტალური კარნახი 2017

„ტოტალური კარნახი 2017 თბილისში": საინტერესო და მხიარული იქნება

29
საგანმანათლებლო აქციის „ტოტალური კარნახის" მონაწილეები საკუთარ წიგნიერებას შეამოწმებენ და რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. წიგნიერების პოპულარიზაციის მსოფლიო საგანმანათლებლო აქციის ტოტალური კარნახის" ორგანიზატორებმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში განაცხადეს, რომ წელს ღონისძიება ბევრად საინტერესო იქნება და ყველა მსურველს  მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ტოტალური კარნახი" 8 აპრილს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. 2017 წელს ტოტალური კარნახის" ორგანიზატორი თბილისში საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი 2017 წელსრუსკი კლუბი" გახდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო 2017 წელს Sputnik საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია. 

ტოტალური კარნახი — აქციის პირობითი სახელწოდებაა. სინამდვილეში, ამ ფლეშმობის ფარგლებში ორი ღონისძიება ტარდება: საკუთრივ ტოტალური კარნახი იმათთვის, ვინც რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს და რუსულ, როგორც უცხო ენაში ტესტირება, რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის დონის შემოწმებაში. ბუნებრივია, ეს საგანმანათლებლო აქციაა, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი თამაშია, სიტყვების თამაში, სიტყვის ყველა შესაძლო მნიშვნელობის და აზრის თამაში. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ენა — ძალიან საინტერესო რამ არის. რაც უფრო მეტი ენა იცი, მით უკეთესია", — აღნიშნა ტოტალური კარნახი – 2017"–ის კოორდინატორმა თბილისში, ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ტატიანა მეგრელიშვილმა.

გასულ წელს თბილისში კარნახი 35 ადამიანმა დაწერა, ტესტირება კი 54 ადამიანმა გაიარა, განაცხადა მეგრელიშვილმა. 

ტოტალური კარნახის ორგანიზატორები თბილისში
© Sputnik / Levan Avlabreli
ტოტალური კარნახის" ორგანიზატორები თბილისში

გასულ წელს ჩვენი ქალაქი იმ მცირე ქალაქებს შორის იყო, სადაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეიკრიბა რუსულის, როგორც უცხო ენის კუთხით. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის უცხო ენების შესწავლა აქტუალურია. როგორც პედაგოგი, რომელიც ამ ენას უკვე 30 წელია ასწავლის, ძალიან მოხარული ვიყავი. იმედი გვაქვს, რომ ამ წელს ბევრი მსურველი მოვა და ყველა ერთად ამ თამაშს ვითამაშებთ, მით უმეტეს ტექსტებს ლეონიდ იუზეფოვიჩი ამზადებს. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ტექსტი როგორი იქნება. მაგრამ ძალიან საინტერესო და მხიარული გარემო იქნება", — განაცხადა მეგრელიშვილმა.

ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირის რუსკი კლუბის" წარმომადგენელმა, ფილოლოგიის მაგისტრმა ნინო შადურმა განაცხადა, რომ ღონისძიებას სადღესასწაულო ხასიათი ექნება, მის დროს ერთობა იგრძნობა, რადგან ტოტალურ კარნახის წერას ერთდროულად მსოფლიოს 72 ქალაქში იწყებენ.

თავად აქცია ძალიან მიმზიდველია. საგანმანათლებლო აქცია, თანაც მსოფლიო მასშტაბის… ყოველ წელს ამ აქცია ახალი ქვეყნები უერთდება, წელს მასში ლატვია და ისლანდია ჩაირთო. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ყველა მსურველს შეუძლია "ტოტალური კარნახის 2017"-ის ვებგვერდზე შესვლა და აქციის იმ ნაწილზე დარეგისტრირება, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება. ეს ან ტოტალური კარნახია, ან ტესტი", — განაცხადა შადურმა.

მისი თქმით, წელს კარნახს საქართველოს დამსახურებული არტისტი ლიუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი წაიკითხავს.

იმედი მაქვს, რომ ეს მონაწილეებისათვის დამატებითი სიამოვნება იქნება, როდესაც კარნახს ასეთი ლამაზი ქალი არაჩვეულებრივი ხმით კარნახობს", — განაცხადა შადურმა.

ტოტალური კარნახის" გამარჯვებულები საჩუქრად სპეციალურ სერტიფიკატებს, დიპლომებს და რუსული ენისადმი მიძღვნილ უნიკალურ წიგნებს მიიღებენ.

მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ანონიმურად ტარდება. თუ ვინმე კარგად ვერ დაწერს კარნახს ან ტესტს, ამას მხოლოდ თვითონ პირადად გაიგებს. მოუნდება მას ამისი გამჟღავნება, ეს მისი პირადი საქმეა. გამარჯვებულებს კი აუცილებლად დავაჯილდოვებთ სერტიფიკატებით, დიპლომებით და წიგნებით", — განაცხადა "ტოტალური კარნახი – 2017"–ის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორმა ელენა გალაშევსკაიამ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, "ტოტალური კარნახი – 2017"–ის ფილოლოგ–ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ჟანეტა ვარძელაშვილმა მოუწოდა ყველას, ვინც რუსულ ენას ფლობს, იაქტიუროს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ცოდნა შეამოწმოს. 

ტოტალური კარნახის ორგანიზატორები თბილისში
© Sputnik / Levan Avlabreli
ტოტალური კარნახის" ორგანიზატორები თბილისში

ყველას, ვინც მოვა, მინდა მხარი დავუჭირო და დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ეს საინტერესოა. ჩვენ არანაირ ნიშნებს არ ვწერთ, ეს ყოველთვის საინტერესოა — საკუთარი თავის შემოწმება. თუ ბოლომდე არ ხართ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი, შეგიძლიათ კონფიდენციალურობა შეინარჩუნოთ. არანაირი კატასტროფა არ მოხდება. გასულ წელს რუსულში, როგორც უცხო ენაში ტესტირება პირველად ჩატარდა, და მინდა ვთქვა, რომ ყველა ჩემი კოლეგის შრომა გამოჩნდა. ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებული. იმედი მაქვს, რომ წელსაც ასე იქნება", — განაცხადა ვარძელაშვილმა.

ტექსტის ავტორი წელს ლეონიდ იუზეფოვიჩია. ტექსტის, ესეს თითოეული ნაწილი ავტორის ერთ–ერთი მშობლიური ქალაქის შესახებ არის – პერმის, ულან–უდესა და სანქტ–პეტერბურგის.

ტოტალური კარნახის" მიზანია, თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის უნარის ამაღლებისადმი ინტერესის გაღვიძება. ნებაყოფლობითი კარნახის იდეა ყველა მსურველისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა. თბილისში 2016 წელს აქციაში ტოტალური კარნახი" დაახლოებით 90–მა ადამიანმა მიიღო.

29
თემები:
ტოტალური კარნახი 2017 წლის 8 აპრილი: სამზადისი და ტექსტის ავტორი (5)