ვაგზლის მოედანი

მერიამ გარემოვაჭრეებისგან ვაგზლის მოედნის ტერიტორია გაწმინდა

1488
(განახლებულია 15:04 05.04.2017)
თბილისის მერიის თანამშრომლებმა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეების მიერ უკანონოდ დამონტაჟებული კონსტრუქციებისგან გაწმინდა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო კონსტრუქციების დაშლისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, დახლების ქვეშ გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს.

საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე თევდორე მღვდლის ქუჩაზე ყიდიდნენ.

"აღსანიშნავია, რომ პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა", — აღნიშნულია მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ამის შემდეგ ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა.

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს. მერია შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რომ გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

  • თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
    თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
  • თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
    თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს
  • სადგურის მოედანზე გარემოვაჭრეები საკვები პროდუქციის შენახვის არანაირ ნორმას არ იცავდნენ
    სადგურის მოედანზე გარემოვაჭრეები საკვები პროდუქციის შენახვის არანაირ ნორმას არ იცავდნენ
  • თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას
    თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას
  • ნარჩენები, რომლებიც გარემოვაჭრეების მიერ უკანონოდ დაკავებული ადგილების გათავისუფლების შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს
    ნარჩენები, რომლებიც გარემოვაჭრეების მიერ უკანონოდ დაკავებული ადგილების გათავისუფლების შემდეგ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს
  • გაფუჭებული და ვადაგასული ხორც-პროდუქტები, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის ტერიტორიის დასუფთავებისას აღმოაჩინეს
    გაფუჭებული და ვადაგასული ხორც-პროდუქტები, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის ტერიტორიის დასუფთავებისას აღმოაჩინეს
  • მერიის ზედამხედველობის სამსახურებმა დახლების ქვეშ ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინა
    მერიის ზედამხედველობის სამსახურებმა დახლების ქვეშ ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინა
1 / 7
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისათვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20–დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7–დღიანი პატიმრობა მიესჯება.

1488