ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოში აბიტურიენტები ყველაზე ხშირად გეოგრაფიის გამოცდას ირჩევენ

51
საქართველოში საგამოცდო არჩევით საგნად გეოგრაფია 13,5 ათასმა აბიტურიენტმა შეარჩია, ხოლო 300-მდე ადამიანმა - ხელოვნება.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოში აბიტურიენტებისთვის ყველაზე პოპულარული საგანი არჩევით საგნებს შორის გეოგრაფიაა, ხოლო მას შემდეგ — ისტორია და მათემატიკა, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 2017 წელს 41,2 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან ყველაზე ცოტა რაოდენობამ არჩევითი გამოცდებიდან ქიმია, ფიზიკა და ხელოვნება მიუთითა.

ანუ, გეოგრაფია აირჩია 13,5 ათასმა აბიტურიენტმა, ხოლო ხელოვნება — 300-მდე ადამიანმა.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარება. ეს საგნებია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა; ასევე მან კიდევ ერთი საგანი უნდა ჩააბაროს, რომელსაც თვითონ აირჩევს.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდანვე დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, არჩეული ფაკულტეტების შეცვლის საშუალება ეძლევათ.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტები არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლას შეძლებენ.

51