„დედა - სიყვარულის უფრთო ფერია" - შშმ პირთა სურათების გამოფენა

© parliament.geშშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა
შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაში, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა მიიღო თბილისში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრების ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step" ღონისძიება დედა — სიყვარულის უფრთო ფერია" გამართა.

გამოფენაში, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა მიიღო თბილისში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრების ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა. 

ბრიტანული კოლექტივი ქენდუკო - Sputnik საქართველო
თბილისში შშმ პირების მოცეკვავეთა დასი წარმოდგენას გამართავს

ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება — ნახატები, ნაკეთობები, ქართული ხალხური სიმღერები და სხვა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და საზოგადოების მხრიდან უბრალოდ საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოვლენისთვის ხელშეწყობა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვას, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ეს ღონისძიება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მშობლებთან ერთად გავიაროთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სრული ინტეგრაციისთვის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს გახდის ინკლუზიურ განათლებას ყველა საფეხურზე — დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული უმაღლესი განათლებით. ", — განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიების დასასრულს, მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

ყველა ახალი ამბავი
0