მატარებლის საშიში მოსაცდელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას

© ტელეკომპანია ბორჯომიბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის დანგრეული მოსაცდელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისში სოფლის მოსახლეობა მატარებლის მოსაცდელის დემონტაჟს ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია "ბორჯომი".

სოფელ ყვიბისში ეს ერთადერთი მოსაცდელია. აქ დღეში რამდენჯერმე სამგზავრო მატარებელი ჩერდება და ადამიანები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ამ ე.წ. მოსაცდელით სარგებლობენ.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული შენობა უკვე 15 წელია ასეთ მდგომარეობაშია. შენობას არც ფეხით სავალი ნაწილი აქვს, არც კიბე და არც სახურავი. მათივე განცხადებით, შესაძლოა დანგრევის პირას მყოფმა შენობამ ადამიანის სიცოცხლეც კი იმსხვერპლოს, ამიტომ შენობის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვენ.

© ტელეკომპანია ბორჯომიბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი  - Sputnik საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყვიბისი

"შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ყველა მთავრობას ვეხვეწებით, რომ შეაკეთონ. აქამდე აღდგენას ვითხოვდით, ეხლა უკვე დემონტაჟია საჭირო", – განაცხადა სოფლის მცხოვრებმა დავით დევიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დემონტაჟი ნამდვილად საჭიროა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შენობა მათ ბალანსზე არ არის. როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, მათ რამდენჯერმე მისწერეს საქართველოს რკინიგზას აღნიშნული პრობლემის შესახებ. 2016 წლის ნოემბერში კი მიიღეს პასუხი, სადაც წერია, რომ საპროექტო საუშაოები დასრულების სტადიაშია.

ყველა ახალი ამბავი
0