თბილისელებს ნაგვის დაყრის გამო ინსპექტორები დააჯარიმებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეიდანი, თბილისის ტურისტული ცენტრი
მეიდანი, თბილისის ტურისტული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველდღიურად დანაგვიანებული ქალაქები, ქუჩები, სკვერები, ბაღები, თავშეყრის ადგილები, ზღვის სანაპირო, ტყეები... ავტომანქანიდან გადაყრილი პოლიეთინის პარკები, სიგარეტის ნამწვავები, ბოთლები, სხვადასხვა ნარჩენი – ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველო მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემის წინაშე.

სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 აპრილიდან თბილისში ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნაგვის დაყრის გამო დააჯარიმებენ. ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. "sputnik საქართველო" ამ  საკითხზე "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველ მოადგილეს, დავით დოლიძეს დაუკავშირდა.

— კანონი არსებობს უკვე. სამი აპრილიდან დასუფთავების ინსპექცია გავა ქალაქში. პირველი სამუშაო დღე სწორედ 3 აპრილი იქნება. წესით, არაფერი აღარ უნდა შეიცვალოს. 3 აპრილს იქნება ამ სამსახურის პრეზენტაცია და პირველი სამუშაო დღე.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პატრულირებას მოახდენენ?

— ჩამოყალიბდა ახალი სამსახური, რომელიც ოცი ადამიანისგან დაკომპლექტდა. პატრულირებას მოახდენენ წყვილში – ქალი და კაცი. შედგა ათი წყვილი. თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მოახდენენ პატრულირებას, ეს იქნება ტურისტული ძეგლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ყოველდღიურ რეჟიმში ივლიან ამ ქუჩებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ძირთადად ცენტრალურ ნაწილზე და რა თქმა უნდა, პერიოდულად მეორეხარისხოვან ქუჩებზეც გავლენ. მომავალში გვინდა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ. პირველ ეტაპზე მხოლოდ ათი ეკიპაჟია, ამიტომ მთლიან ქალაქს ვერ მოვიცავთ. ვნახავთ შემდგომში, როგორ წარიმართება, როგორ გაამართლებს ეს წამოწყება და რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ ამ სამსახურის გაფართოებაზე.

- რა სახით დაჯარიმდება ის ადამიანი, ვინც ქუჩაში ნაგავს დაყრის?

კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ქუჩაში დააგდებს სიგარეტის ნამწვს, ან რაიმე სახის ნარჩენს, ჯარიმის სახით დაეკისრება 80 ლარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0