კანიბალიზმის საქმე: კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carეჭვმიტაანილის დაკავება, არქივის ფოტო
ეჭვმიტაანილის დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პერიოდში ხანდაზმული ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის მეექვსე ფიგურანტისთვის პატიმრობა მოითხოვა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა 76 წლის ლუბა ყოჩაშვილის რიტუალური მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს, განუცხადეს Новости-Грузия-ს კორესპონდენტს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურში.

საქმის გახსნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 4 ნოემბერს განაცხადა. სამი ადამიანი— 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბექა შენგელია, 17 წლის გოგონა და გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილს ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი მკვლელობისთვის დააკავეს, ხოლო დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი — დანაშაულის დაფარვის გამო. საქმეზე სასამართლო მოსმენები დასრულებულია.

„იგი (საქმის ახალი ფიგურანტი — რედ.) დაკავებულია. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და აღკვეთის ღინისძიების სახეთ პატიმრობა მოვითხოვეთ. ის სსსკ-ის 376-ე მუხლით დააკავეს (დანაშაულის შეუტყობინებლობა — რედ.)", — განაცხადა საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
რიტუალური მკვლელობა თბილისში – ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

როდის დააკავეს კიდევ ერთი ბრალდებული პირი და როდის არის ჩანიშნული სასამართლო მოსმენა, რომელზეც ბრალდებულს აღმკვეთი ღინისძიება შეეფარდება, ამ საკითხზე პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება საქმეს, გამოძიების ვერსიით, ლუბა ყოჩიაშვილი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შენგელიას ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. უფრო მეტიც, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში კანიბალიზმის ნიშნებიც იყო. საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა აღიარა, რომ მოკლულის შინაგანი ორგანოები შეჭამა. მასმედიის ინფორმაციით, მოკლულის ქალიშვილი ნაშვილები იყო. ლუბა ყოჩიაშვილმა ის იშვილა საკუთარი 19 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ და მეზობლების თქმით, არაფერზე უარს არ ეუბნებოდა.

ქალის მკვლელობა კიდევ უფრო რეზონანსული გახდა, როდესაც ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ პრაქტიკულად კანიბალიზმი აღიარა და განაცხადა, რომ ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილის თვალწინ მისი დედობილის გული შეჭამა.

ამავე დროს ბექა შენგელია კატეგორიულად უარყოფს გამოძიების ვერსიას მას შესახებ, რომ მკვლელობა რიტუალური იყო. ის ამტკიცებს, რომ ცხედრის დანაწევრება ტრანსპორტირებისთვის განხორციელდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში: ბრალდებულმა პენსიონერის ორგანოები შეჭამა

ბექა შენგელიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით".

მოკლულის შვილს — ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 111-ე და 109-ე მუხლით, რაც, მათ შორის, ოჯახურ დანაშაულს ითვალისწინებს.

ორივე დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობით.

დათა კვარაცხელიას და ავთანდილ ამირანაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0