საავადმყოფო

ექიმები ქართველი სამხედროს გადასარჩენად ერთი თვე იბრძოდნენ

16
ექიმები ქართველი წვევამდელის სიცოცხლისთვის თითქმის ერთი თვე იბრძოდნენ.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც უფლისციხეში სამხედრო ბაზაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 19 წლის სამხედრო მოსამსახურის, ბადრი შავაძის გარდაცვალების გამო, რომელიც ბაზაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობისგან ერთი თვის შემდეგ დაიღუპა.

ინციდენტი სოფელ უფლისციხეში, სამხედრო ბაზაზე 28 თებერვალს მოხდა. შავაძემ განწესში ყოფნის დროს ავტომატური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად მძიმედ დაიჭრა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები მის გადასარჩენად თითქმის ერთი თვე იბრძოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს", — ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც ისჯება სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საქმეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

16