გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა

© FB/ Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში განვითარებული მოვლენების ადგილზე გასაცნობად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარაში იმყოფება.

კვირიკაშვილი აჭარის მთავარ სამმართველოში შსს-ს იმ დანაყოფებს შეხვდა, რომლებმაც ბათუმის ქუჩებში წესრიგი დაამყარეს. მან სამართალდამცავ სტრუქტურებს წესრიგის დამყარებისთვის და მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ერთ–ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში არეულობებისას დამწვარ ავტომობილს იღებს - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ საქართველოში არეულობებს ვერ დააბრუნებს

„მადლობას გიხდით გმირობისთვის და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე, და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ,"- განუცხადა პრემიერმა სამართალდამცავებს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
სპეცდანიშნულების რაზმმა ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მოინახულა, გამოჯანმრთელება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავთა პროფესიონალიზმის, მოთმინებისა და თავშეკავების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მინიმალურია.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ბოლო ინფორმაციით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანია დაკავებული. დაზარალდა და დაშავდა 34 ადამიანი — მათ შორის, პოლიციის 15 თანამშრომელი.

ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. გუშინ მომხდარი არეულობის დრო მომიტინგეებმა ავტომობილები დაწვეს.

პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0