არეულობა ბათუმში

ბათუმის მკვიდრი: ჩემი ქალაქი არ იმსახურებს იმას, რომ ასეთი სიძულვილით მოექცნენ

39
„Sputnik საქართველო" ბათუმში შაბათს, 11 მარტს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

„Sputnik საქართველო" ბათუმში შაბათს, 11 მარტს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

ნანული გორდაძე — დიასახლისი: გუშინ ცუდად ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ტელევიზორიდან გავიგე.  უარესად გავხდი, იმიტომ, რომ ბათუმი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდის და სიყვარულის ქალაქი იყო,  არ იმსახურებს იმას, რომ მას ასეთი სიძულვილით მოექცე. ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს, დიდიც და პატარაც და საკუთარ ქალაქს ქვებს არ უნდა უშენდე. 

მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს

ია გოგიბერიძე — მსახიობი: გუშინ სახლიდან რომ გამოვედი, ის საშინელება ვნახე რაც მთლმა საქართველომ სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იხილა.  დამიჯერეთ, ვისაც მე ვხედავდი, ყველა არასრულწლოვანი და მოზარდი, ვინც იქ იყო შეკრებილი ნასვამ მდგომარებაში იყო. შეშფოთებული ვარ იმით, რაც მათ ამ ქალაქს გაუკეთეს.  ასე არ უნდა იქცეოდნენ  ცივილური ქვეყნის მოქალაქეები.  

მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს

ლია მაისაშვილი — მძღოლი: რას გეტყვით იცით? მეც ვარ მძღოლი და საპატრულო პოლიციის ზოგჯერ გადამეტებული საქციელი მეც მაღიზიანებს, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე,  მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო. გუშინდელი ღამის გამო შოკში ჩავვარდი, ყველანი აღშფოთებული ვართ. რამ გამოიწვია ასეთი აგრესია ამ ბავშვებში არ ვიცი, ნუთუ ამ ბავშვებს ყოველდღე ვუყურებდი და მათში ამდენ აგრესიას ვერ ვხედავდი?  ყველანაირად ვცდილობთ, მათ საუკეთესო განათლება, აღზრდა, ინტელექტი მივცეთ და თურმე არ გვცნობია ისინი.. 


 

39
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)