გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრება გაიმართა

© photo: Sputnikმოთხილამურეები გუდაურში
მოთხილამურეები გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში სამთო-სათხილამურო შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გუდაურში პირველად ჩატარდა დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრება #dipski2017, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

შეჯიბრების დასასრულს გამარჯვებულები გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. უცხოელი დიპლომატი ქალბატონისა და მამაკაცის ნომინაციებში საქართველოში შვეიცარიის ელჩის მეუღლე ბარბარა კოჰლერი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის ხელმძღვანელი პიტერ დანისი გახდნენ. ხოლო უწყებებს შორის გამარჯვებულები გახდნენ ირინა კლიმიაშვილი (საგარეო საქმეთა სამინისტრო) და შოთა ბრელიძე (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). 

მოთხილამურეები - Sputnik საქართველო
დიპლომატები თხილამურებზე დადგებიან: საქართველოში უჩვეულო შეჯიბრება ჩატარდება

ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააჯილდოეს.

ღონისძიების მიზანია — საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია. ორგანიზატორებს გაზაფხულის სეზონზე (#springskiGeo) ქვეყნის ზამთრის კურორტების მიმართ ტურისტების ინტერესის ამაღლება სურთ.

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრება #dipski2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით გაიმართა.

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრების პარტნიორმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დიპლომატებისთვის სათხილამურო გზა მოაწყო და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.

 


ყველა ახალი ამბავი
0