ჯანმო-მ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებულ პროექტად აღიარა

გამოწერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დადებითად შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ბიურომ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად აღიარა, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს Facebook-გვერდზე. 

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საქართველოში არსებული კლინიკები საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნების შესახებ გააფრთხილეს

მსოფლიო ბანკმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ჩაატარეს კვლევა, რომელმაც გამოავლინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიღწევები. პროგრამა უფასო სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებს.

„საყოველთაო ჯანდაცვა — ეს უნივერსალური დაფარვაა და ყოველთვის საჭიროებს რეფორმას. მე მადლობელი ვარ მსოფლიო ბანკისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევებს შორის დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ფინანსური ბარიერების შემცირება და ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების დაფარვის გაფართოება.

კვლევის შედეგების თანახმად, 2013 წლიდან დაფიქსირდა სამედიცინო მომსახურების გამოყენების ზრდა. 2015 წელს ამბულატორიულ მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა 4.0 (2012 წელს – 2.3), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 მოსახლეზე გაიზარდა 8.0-დან (2012) 12.6 (2015) ადამიანამდე.

ყველა ახალი ამბავი
0