საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: საქმეში დაზარალებული გამოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი პროკურატურაში დაკითხეს და დაზარალებულად ცნეს.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადების საქმეში დაზარალებულ მხარედ ცნო, განაცხადა ადვოკატმა ედიშერ კაჭარავამ.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: დეკანოზმა მამალაძემ პირველი ჩვენება მისცა

მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული საქმის გახსნის შესახებ განცხადება 13 თებერვალს გააკეთა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

„პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი რამდენიმე დღის წინ დაკითხა და ის დაზარალებულ მხარედ ცნო“, — განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ კაჭარავამ.

თეთრუაშვილის სახელი პირველად მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც მამალაძეს ბრალი წაუყენეს. მამალაძის ადვოკატ დავით რამიშვილის ინფორმაციით, თეთრუაშვილის სახელი მამალაძის საქმის საბრალდებო დასკვნაში იყო ნახსენები.
ამავე დროს დეკანოზის ადვოკატები პროკურატურის მხრიდან მამალაძის დაპატიმრების დროს დარღვევების შესახებ საუბრობენ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქოში ცნობილი სკანდალის შემდეგ პირველი სინოდის სხდომა დაინიშნა

„მამალაძის დაკავების ოქმში დაპატიმრების ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არაა, წერია მხოლოდ საერთო ფრაზები და ასევე არ არის მითითებული დაკავების პირობები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს“, — განაცხადა რამიშვილმა.

მამალაძის ადვოკატმა ასევე არ გამორიცხა, რომ დეკანოზის სახლში ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღი, შეიძლება მამალაძეს არ ეკუთვნოდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ მამალაძის სახლში ნაპოვნი იარაღი შეიძლება პროკურატურის მთავარ მოწმეს — ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდეს“, — განაცხადა რამიშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც იგი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს. დაკავებულმა დეკანოზმა დუმილი მხოლოდ 27 თებერვალს დაარღვია, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი არ გაუცია და განაცხადა, რომ ამისთვის მას ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
დეკანოზი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

მამალაძე არ აღიარებს მისადმი წაყენებულ ბრალს და, როგორც ადრე დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, ის ვრცელ ჩვენებას მისცემს. როდესაც დეკანოზი თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს, გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა და წმინდა სინოდის წევრები დეკანოზის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს გაეცნენ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიებას მთლიანად ენდობიან.

ამასთან, სინოდის წევრები უკვე ღიად საუბრობენ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებაზე ორ ჯგუფს შორის — ილია მეორის ძმიშვილ, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილსა და შორენა თეთრუაშვილს შორის.

ვარაუდობენ, რომ მამალაძის საქმე მთავარი განხილვის თემა იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც 9 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0