ძლიერმა ქარმა გორში სახლს სახურავი გადახადა

© courtesy of Arthur Melikyanქარიშხალი
ქარიშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკითხს ქალაქის მერიაში შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება ვინ აანაზღაურებს ზარალს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik.  გორში, ცაბაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თუნუქის ნაჭრები ხის მასალასთან ერთად საცხოვრებელი სახლის წინ დაეცა და ავტომანქანები დააზიანა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარიშხალი - Sputnik საქართველო
ძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი შემთხვევა გორში უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, ზაფხულში სახურავზე მიმდინარე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა, რის გამოც მერიას არაერთხელ მიმართეს.

ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შეთხვევის ადგილი მოინახულა. როგორც მერმა განაცხადა, ქარის ჩადგომის შემდეგ დაიწყება სახურავის დროებითი მასალით გადახურვა, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ნალექმა უფრო მეტად არ დააზარალოს კორპუსის ზედა სართულები.

მისივე თქმით, ქალაქის მერიაში საკითხს შეისწავლიან და ამის შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ აანაზღაურებს ზარალს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თუ კომპანია, რომელმაც საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაო ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0