ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა

გამოწერა
18 წლის გოგონა საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა ვირუსული მენინგიტის გამო.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ჟურნალისტის, „Rustavi 2“-ის გადაცემა „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ხუთშაბათს, საღამოს გარდაიცვალა. 

18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა მოულოდნელად ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიზეზი — ვირუსული მენინგიტი გახდა. 

მაია ასათიანი საფრანგეთში იმყოფება. 

„ამქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია“, – დაწერა თავის facebook–გვერდზე „Rustavi 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

„აუუუ!!! რა არის ეს!!!!! ასე არ უნდა ხდებოდეს!!! არ შეიძლება!!! რა დაუნდობელია ეს ცხოვრება!!! ვუსამძიმრებ მაიას, ირაკლის, ნუცას ახლობლებს, მეგობრებს, რუსთავი 2-ს. უდიდესი ტკივილი და ტრაგედიაა“, — წერს მაია ასათიანის კოლეგა, საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა თავის facebook–გვერდზე. 

„ემოციები მახრჩობს… ისეთი იყო, ერთი ნახვით რომ გაყვარებენ თავს და რომ არასოდეს გავიწყდებიან. „სარკეში“ რუბრიკა „მათი შვილები“ გვქონდა, მაშინ ჩავწერე. მერე თვითონ მოცქრიალდა ჩვენთან, სკოლის გაზეთისთვის წერილი გვინდა, „სარკეში“ როგორ მუშაობთო. ათასი მზე ენთო თვალებში, სინათლეს ასხივებდა… როგორ მინდოდა, სასწაული მომხდარიყო!“ – წერს ჟურნალ „სარკის“ რედაქტორი ირინა მჭედლიძე facebook-ზე. 

ყველა ახალი ამბავი
0