დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში მოათავსეს

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება ორშაბათს გააკეთა. მას ბრალად ედება მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეარხი „იმედი".

მამალაძე  კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ადგილზე იმყოფებიან ადვოკატები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურაში გამორიცხეს პატრიარქზე თავდასხმის ვერსია

მანამდე მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.

„მას კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემები. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა“, — განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ორშაბათს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, განცხადება გააკეთა თბილისის აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ, რომლის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოჩნდა. 

მამალაძეს ბრალი დასდეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მცდელობაში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0