სკოლა

საქართველოში სკოლის მოსწავლეები დიდ ხუთშაბათს არ დაისვენებენ

20
(განახლებულია 17:51 17.02.2017)
სკოლის მოსწავლეები საქართველოში 14-17 აპრილს დაისვენებენ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სააღდგომო არდადეგები საქართველოს სახელმწიფო სკოლებში დაიწყება არა დიდ ხუთშაბათს, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ვნების პარასკევს, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სკოლებში დასვენების დღეები იქნება მაშინ, როდესაც დაისვენებს სახელმწიფო სამსახურები და დაწესებულებები — ვნების პარასკევიდან, რომელიც წელს 14 აპრილს უწევს, 17 აპრილის ჩათვლით.

წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ დააწესა საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 8 მარტს დაიწყება და 15-მდე გაგრძელდება.

საქართველოში სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და 15 ივნისს სრულდება.

პირველკლასელები სწავლას 27 მაისს ამთავრებენ, ხოლო მე-12 კლასელები — 20 მაისს.

20