საქართველოში არსებული კლინიკები საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნების შესახებ გააფრთხილეს

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები უპასუხისმგებლობის თანმდევი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამას ის კლინიკები გამოეთიშებიან, რომლებიც პაციენტთა მკურნალობის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.

მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებს გააცნო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოთხოვნები, რომლითაც ის მოქალაქეები სარგებლობენ, ვისაც კერძო სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნია. 

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოში ჯანდაცვა გაუმჯობესდება

სერგეენკომ კლინიკების დირექტორებს ასევე აცნობა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ფინანსების განაწილებაში ცვლილებებს გეგმავს, რათა სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გახდეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ლმობიერი დამოკიდებულების გამო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მცდარი მოლოდინები გაუჩნდათ: მათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდების ზრდაზე ზრუნვა დაიწყეს და პაციენტების საჭიროებებს მინიმალურ ყურადღებას აქცევდნენ. 

„სახელმწიფო ამის მოთმენას არ აპირებს“, — განაცხადა სერგეენკომ და კლინიკის დირექტორებს ყველა შენიშვნის გათვალისწინებისკენ მკაცრად მოუწოდა.

მინისტრმა ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანებით უკმაყოფილება გამოთქვა, რომელიც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში უარს ამბობს თავისი ეზოს მოწესრიგებაზე, სადაც გამუდმებით სამედიცინო ნარჩენები ყრია.  

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
ვინ ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაზღვევით – ხელისუფლება ახალ პროექტს ამზადებს

„მათგან ვისმენთ, ეს ტერიტორია კლინიკებს შორის განაწილებული არ არის და ეს როგორ მოვახერხოთო. სამაგიეროდ შესასვლელში არის შლაგბაუმი, რომელიც ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში და კარგად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმიდან მიღებულ შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ“, — განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, სწორედ მსგავსი ფაქტები მეტყველებს კლინიკების მხრიდან სახელწმიფოსადმი დამოკიდებულებაზე.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო „დასჯის რეპრესიულ მეთოდებს“ არასდროს იყენებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის თავის ინტერესებს არ დაიცავს. 

თერმომეტრი - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი საქართველოში: სიცხიანი ბავშვები სკოლაში არ გაუშვათ

ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პირობა დადო.

პრემიერმა სერგეენკოს კლინიკების მენეჯმენტთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება დაავალა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებებზე მუშაობს, რაც მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისთვის დაზღვევის შეჩერებისა და შეჭირვებულთა პროგრამის დაფინანსების გაზრდას გულისხმობს. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობის ნაწილობრივ კერძო დაზღვევაზე გადასვლას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმის უფასო მეთვალყურეობასა და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80%-ს და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს დაავადებათა 12 ჯგუფის მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0