ბიძინა ივანიშვილი

მილიარდერი და ხეები: ივანიშვილი დენდრარიუმს სკანდალის ფონზე აშენებს

649
(განახლებულია 14:14 16.01.2017)
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ ბოტანიკურ ბაღს საკუთარი ხარჯით აწყობს და ამისთვის იქ მრავალსაუკუნოვანი გიგანტური ხეები შეაქვს. ამან უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ციხისძირიდან შეკვეთილში, მის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა გადაწყვიტეს, სოციალურმა მოძრაობა „მწვანე მუშტმა“ გადაწყვიტა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართოს კითხვით, ხომ არ ირღვევა ამით ადგილობრივი ლანდშაფტი.

კვირას მაგნოლიების ოჯახის 220 ტონა წონის და 37 მეტრი სიმაღლის ხე ციხისძირიდან ბობოყვათში ჩაიტანეს, საიდანაც ბორნით ურეკში გადაიტანენ. იმისთვის, რომ ხე დაბრკოლებების გარეშე გადაეტანათ, ბობოყვათისკენ მიმავალი მაგისტრალის გასწვრივ დარგული ევკალიპტების ტოტები მოჭრეს. გარდა ამისა, რადგან 220-ტონიანი ხის რკინიგზის გადასასვლელზე გადატანა იყო აუცილებელი, „საქართველოს რკინიგზამ“ რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნა.

„ხის ტრანსპორტირებისთვის კერძო მესაკუთრეების ეზოებიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე უზარმაზარი გზა გაიყვანეს, გზა ასევე გაიყვანეს მესაკუთრეების მიწებიდან ზღვის სანაპირომდე, რითიც დაირღვა ლანდშაფტი. ვაპირებთ გარემოს დაცვის სამინისტროში შევიტანოთ განცხადება და ჩვენ კითხვებზე მოვითხოვოთ პასუხი“, — განაცხადა მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მომხდარით უკმაყოფილოა ადგილობრივი მოსახლეობაც.

„რატომ უნდა დავხუჭოთ თვალები?! ისედაც ყველამ კარგად იცის, რატომ მოჭრეს ხეებს ტოტები. ისინი სხვა ხის გადატანას უშლიან ხელს და ამიტომ კაფავენ. ხეებს ტოტებს მთელ გზაზე აჭრიან. ამ ტოტებს კაფავენ და გამხმარი ხეები რჩება“, — განაცხადა ციხისძირის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

გზის გასწვრივ ხეების ტოტების გაკაფვის ნებართვა ქობულეთის გამგეობამ გასცა, თუმცა იქ აცხადებენ, რომ ეს მაგნოლიების გადატანას არ უკავშირდება. ტოტები იმიტომ გაკაფეს, რომ დიდთოვლობის შემთხვევაში არ ჩამოტყდეს და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ დაეცეს, და ეს კეთდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თხოვნით.

ხეების გადატანის პროცესი, ციხისძირის გარდა, ნატანებშიც მიმდინარეობს.

ინფორმაცია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის შესახებ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ იგეგმება 50-მდე უნიკალური ჯიშის ხის გადარგვა. ახალი დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აქედან ორი ჰექტარი გიგანტური ხეებისთვის არის გამოყოფილი. ივანიშვილის გეგმით, პარკი საზოგადოებრივი გახდება.

ანალოგიური სკანდალი იყო გასულ წელსაც. ივანიშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის სამი მრავალსაუკუნოვანი ხე შეუკვეთა. ისინიც ციხისძირიდან გადაიტანეს. ერთი ხე ზღვით წაიღეს, რაც სოციალურ ქსელებში მრავალი ხუმრობისა და ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა.

649
სასწრაფო დახმარება

გარდაბანში ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა

234
ამჯერად სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ქალბატონი იზოლირებულია და საავადმყოფოში მკურნალობას ერთბაშად ორ დაავადებაზე გადის

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრ, 43 წლის ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, ქალმა ნათესავის რჩევით ექიმს ხელზე ჭრილობის გამო მიმართა. ანალიზების შედეგებით მას ციმბირული წყლული დაუდგინდა.

„ის ჩვენთან შემოიყვანეს ეჭვით ციმბირულ წყლულზე, რადგან ნეკა თითზე ჰქონდა შავი გარსით დაფარული ჭრილობა. დილით მას კორონავირუსიც დაუდასტურდა და ციმბირული წყლულიც“, - განაცხადა რუსთავის კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამჯერად ქალი იზოლირებულია და საავადმყოფოში ერთბაშად ორ დაავადებაზე მკურნალობს.

234
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამირან გამყრელიძე

სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია

204
ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის აქტიურ კვლევას, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება აღკვეთონ

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სვანეთში სამშაბათს აღებული ტესტების ნაწილის შედეგები ცნობილია - 600 შემთხვევიდან Covid-19 დაუდასტურდა მხოლოდ ერთ პირს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული >>

მისი თქმით, დილიდან მესტიის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა, აქედან ორი - უშგულში. კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს მესტიაში და რამდენიმე სოფელში.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე საათში სამშაბათს აღებული ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება ცნობილი, შემდგომ - დღეს აღებული 800 ტესტის პასუხები. ამის შემდეგ კი ცხადი გახდება ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტში.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს მესტიის საავადმყოფოში გაიგზავნა სწრაფი ტესტირების აპარატი, რომელიც პასუხს იძლევა 45 წუთში, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა ისეთი მაღალი არაა, როგორც კლასიკურ PCR-ტესტს, ეს აპარატი ერთ ჯერზე მხოლოდ 4 ნიმუშის ტესტს აკეთებს. ამიტომ ამ აპარატზე გაკეთდება მხოლოდ იმ ნიმუშების ტესტები, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა დაისახება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც 10 აგვისტოდან საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება კორონავირუსზე მიმდინარეობს.

მესტიის მოსახლეობა 2018 წლის 1 იანვრისთვის 9 511 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება - მესტია.

204
თემები:
COVID-19 საქართველოში
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0