საზოგადოებრივ მაუწყებელს სათავეში ვასილ მაღლაფერიძე ჩაუდგა

გამოწერა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძე მეორე კენჭისყრით აირჩიეს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ტელეარხ GDS-ზე ერთ-ერთი გადაცემის ყოფილი გენერალური პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

განმეორებითი კენჭისყრის შედეგით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 14 წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. პირველი კენჭისყრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ხუთიდან ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 

ტელეკამერა - Sputnik საქართველო
ქართული ტელევიზიების ბედი: რა ელოდება „მაესტროს“, „იმედსა“ და GDS-ს

2014-2016 წლებში ვასილ მაღლაფერიძე ტელეარხ GDS-ზე მუშაობდა გადაცემა „2030“-ის გენერალურ პროდიუსერად, რომელიც ადრე საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიჰყავდა.

მანამდე, 2012 წელს მაღლაფერიძე „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო, რომელიც ივანიშვილს ეკუთნოდა.

1999-2005 წლებში მაღლაფერიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, 2005-2008 წლებში — მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ადრე მაღლაფერიძე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად, იყო ჟურნალ „კავკასიონისა“ და ელექტრონული ჟურნალი „კალმასობის“ მთავარი რედაქტორი.

ყველა ახალი ამბავი
0