ბროწეული

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ბროწეული

20302
(განახლებულია 12:15 22.01.2018)
სასარგებლოა ბროწეულის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მარცვლის კურკა, ქერქი, ყვავილი, ფოთოლი და ფესვებიც კი. მის წვენში აღმოჩენილია 15 შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ბროწეულზე ვისაუბრებთ.

ბროწეული (Punica granatum) ბროწეულისებრთა ოჯახის ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. 

ბროწეული ძალიან გემრიელი და უამრავი სასარგებლო თვისების მქონე ხილია. სასარგებლოა მისი არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მარცვლის კურკა, ქერქი, ყვავილი, ფოთოლი და ფესვებიც კი. ის დიდხანს ინახება მაცივარში და ნაყოფი ინარჩუნებს გემოსაც და მარგებლიანობასაც. ბროწეული კარგი საშუალებაა დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის, რადგან 100 გრამი რბილობი 60–80 კკალორიას შეიცავს.

ბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი

ბროწეული С, B6, В12 და Р ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ორგანული და მინერალური ნივთიერებების ნაკრებია. ბროწეულის არაჩვეულებრივ მარგებლიანობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის წვენში აღმოჩენილია 15 ე.წ. შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს. ბროწეულის წვენში მინერალური ნივთიერებებიდან აღმოჩენილია იოდის, კალციუმის, კალიუმის ნაერთები; ასევე ბევრია მასში რკინა და ეს ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღებით თქვენი ჰემოგლობინი ნორმაში იქნება.

ბროწეულის სასარგებლო თვისებებს ჯერ კიდევ უძველს დროში იცნობდნენ. მაგალითად, მედიცინის მამად აღიარებული ჰიპოკრატე ბროწეულის წვენით კუჭის ტკივილის შეგრძნებებს ამსუბუქებდა, ჭრილობებზე ნაყოფის კანს ადებდა, რადგან ის ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს. არაბები, რომელთაც მედიცინაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ბროწეულს სხვადასხვა სახის თავის ტკივილების შესამსუბუქებლად იყენებდნენ, მცენარის ქერქისა და ფესვისგან ამზადებდნენ საშუალებას, რაც ორგანიზმიდან ჰელმინთების (პარაზიტი ჭიები) გამოდევნას უწყობს ხელს.

ბროწეული შეიცავს პუნიკალაგინს (Punicalagin), რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამაღლებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. მედიკოსები აცხადებენ, რომ პუნიკალაგინი და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ეს ხილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვების გარსს და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. 

სასარგებლოა არა მხოლოდ ბროწეულის ნაყოფი, არამედ ნაყოფის ქერქი, ფოთოლი, კურკა, ხის ქერქი და ფესვები
სასარგებლოა არა მხოლოდ ბროწეულის ნაყოფი, არამედ ნაყოფის ქერქი, ფოთოლი, კურკა, ხის ქერქი და ფესვები

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის დროს პაციენტებს, რომლებსაც საძილე არტერიის სტენოზის დიაგნოზი ჰქონდათ, სამი წლის განმავლობაში აძლევდნენ დღეში 30 მილილიტრ ბროწეულის წვენს. შედეგად გამოვლინდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნის რისკი 30%–მდე შეუმცირდათ, ეს კი ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღება ინფარქტებისა და ინსულტების თავიდან აცილების პირდაპირი გზაა.

პუნიკალაგინი ასევე ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.

დადგენილია, რომ ბროწეული ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ასეპტიკური, შარდმდენი, სიცხის დამწევი საშუალება.

კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ ბროწეული ეფექტური საშუალებაა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისთვის. კერძოდ, სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ამზადებენ ბროწეულის კანის გამოყენებით, აჩერებს ტუბერკულიოზის, პარატიფის, მუცლის ტიფის ბაქტერიების, ნაწლავური ჩხირის, ქოლერის ვიბრიონებისა და სხვა მიკრობების გამრავლებას. ჭიების გამოდევნის თვისებებზე ზემოთაც აღვნიშნეთ – ბროწეულის ნაყოფის ქერქის ზემოქმედების ძალა ამ შემთხვევაში უზარმაზარია.

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში იყენებენ ბროწეულის ფოთოლსაც – მასაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ასევე ეფექტურია ყვავილიც – მას კუჭის მოქმედების შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები ახასიათებს. ყვავილზე დამზადებული პრეპარატები კარგია ყელისა და ცხვირის დაავადებების დროს, ასევე ტკივილის გაყუჩებისა და სისხლდენის შეჩერებისას.

ბროწეულის წვენი
ბროწეულის წვენი

კლიმაქსური პერიოდისას ჰორმონალური დარღვევების დროს ძალიან კარგია ბროწეულის კურკების გამოყენება. ისინი განსაკუთრებულ ცხიმს შეიცავს, რომელიც ამაღლებს ჰორმონალურ აქტიურობას და ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენას ახდენს. ამას გარდა, იხსნება თავის ტკივილები, წესრიგში მოდის არტერიული წნევა და მცირდება გაღიზიანებადობა.

ბროწეული შესანიშნავი საშუალებაა ართროზებთან ბრძოლაში. ის მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებში ნივთიერებათა ცვლაში და შემაერთებელ ქსოვილებში; კერძოდ, მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში.

მეცნიერების კვლევები ადასტურებს, რომ ბროწეულის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ბროწეულში შაქრის მაღალი შემცველობაა, მისი შეზღუდულად გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს.

ბროწეული შესანიშნავად მოქმედებს სილამაზის შენარჩუნებაზე, რადგან მისი წვენი კანის ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებაა. ის ფართოდ გამოიყენება კანიდან ჭორფლისა და სხვადასხვა პიგმენტური ლაქის ამოყვანისას. 

ბროწეულის ექსტრატს ხშირად იყენებენ მედიცინაში, როგორც ასაკის საწინააღმდეგო (anti-age) დანამატს, ის ანელებს კანის დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭების რადენობას და აბრკოლებს ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

ნაყოფის ქერქის ნახარში ეფექტურად გამოიყენება ფეხის ჭარბ ოფლიანობასთან ბრძოლისას.

ბროწეული
ბროწეული

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფის ქერქში შედის ალკალოიდები, რომლებიც, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, საწამლავის როლს ასრულებს. ამიტომ იფრთხილეთ ბროწეულის ნაყოფის ქერქის მიღებისას და თუ გაგიუარესდათ მხედველობა, ან აგიწიათ არტერიულმა წნევამ, იგრძენით თავბრუსხვევა და ა.შ., აუცილებლად შეწყვიტეთ ნაყოფის ქერქის ან მასზე დამზადებული პრეპარატების მიღება, ან შეამცირეთ დოზები და მიმართეთ ექიმს.

ბროწეულის წვენი არ შეიძლება კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, როდესაც კუჭის მჟავიანობაა მომატებული. სტომატოლოგები ნაყოფის წვენის დალევას წყალში გახსნილი სახით გვირჩევენ, რადგან, მათი აზრით, კონცენტრირებული წვენის მიღების დროს ბროწეულმა, შეიძლება, კბილის მინანქარი დააზიანოს.

ბროწეულის გარჩევა ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს და ხშირად სწორედ ამიტომ ამ ხილის მიღებაზე უარს ამბობენ. გთავაზობთ ვიდეორგოლს, საიდანაც შეიტყობთ, რომ ბროწეულის გარჩევა არცთუ ისე რთულია და სულ რამდენიმე წუთის საქმეს წარმოადგენს.

20302
რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

71
(განახლებულია 23:10 16.04.2021)
მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი მაშინდელი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ბესო ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რობერტ სტურუას ბრძანების თანახმად, ბესო ზანგურის ნაცვლად სპექტაკლებში სხვა მსახიობები ითამაშებენ.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

„ოჯახის წევრების თვალწინ მცემა ორსული...“ - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან დაშორებაზე>>

დღეს მაყაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ნინუცა მაყაშვილს კი მან გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თავად ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

71
გვირაბი

მეტეხის გვირაბი იკეტება

90
(განახლებულია 22:34 16.04.2021)
გვირაბში 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე პერიოდში პროფილაქტიკურ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით მეტეხის გვირაბი 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე დაიკეტება.

„გაიწმინდება სანიაღვრე ჭები და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით გაირეცხება ქსელი. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" შეასრულებს.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

90
სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

0
(განახლებულია 14:12 16.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

აუცილებლად გამოიყენეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობები. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. ამ დღის პრიორიტეტებია სიყვარული, ურთიერთობები, ფული. მთავარია, ბრმად არ მიჰყვეთ გრძნობებს და ყველა შესაძლოა შედეგი წინასწარ გათვალოთ.

ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი>>

ვერძი: დღეს ემოციებისა და ურთიერთობების მორევში გადაეშვებით. იმდენად ამაღლებული განწყობით იქნებით, რომ მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური ქმედებებისთვის. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს: უეცარი გრძნობები, ახალი ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება, თავი მაინც არ დაკარგოთ და კონტროლი ხელიდან არ გაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცის ზღვარი დაარღვიოთ.

კურო: არაა გამორიცხული, რომ დღეს ისეთი ცუდი გრძნობების გამოვლინებებს წააწყდეთ, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თავად იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ეცადეთ, დღეს თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თქვენზე მეტი შემოსავლები ან წარმატებები აქვთ. ამასთან, არ ღირს საკუთარი გამარჯვებების სახალხოდ გამოფენა, რომ ამან სხვებში არ გამოიწვიოს შური.

ტყუპი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი მოგცემთ მიმართულებას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა მეგობრებთან ნაძლევის დადება ან ფსონის ჩამოსვლა კაზინოში. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, რომ რაღაც სხვებზე უკეთესად გააკეთოთ. მეტოქეობა, გამოგონილი იქნება ეს თუ რეალური, ბიძგს მოგცემთ როგორც სამუშაოზე, ისე ყოფასა და სიყვარულში, დაგეხმარებათ უფრო კარგი შედეგების მიღებაში.

კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოვლენების წყალობით ჩიხში მოექცეთ, ან ნამდვილ ამოუცნობ საიდუმლოს შეეჯახოთ. რას იზამთ, დღეს ინტუიცია ჭარბობს ლოგიკას. რა გამოცანის ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, ამის გაკეთება დედუქციის წყალობით გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, სწორი დასკვნების გამოტანისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ინტუიცია შეავსებს, რომელიც სათანადო სიმაღლეზე იქნება.

ლომი: დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც ახლის გამოცდაზე უარს არ იტყოდით. შეიძლება ეს იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნის მიღების წყურვილი ან სიყვარული. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს, რომ მასთან გაატაროთ საღამო და ჩვეულ სცენარს გადაუხვიოთ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, დღე გაძლევთ ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებს და ეს შეგიძლიათ შემოქმედებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების ჩვეულ ტემპში შესრულება. ყურადღება ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, თქვენმა აკვიატებულმა აზრებმა. ამ გონებაგაფანტულობის გამო, არაა გამორიცხული, ყველა საქმე ჩაგეშალოთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის „გამოსწორება“, სჯობს, პატარა ტაიმ–აუტი აიღოთ. დასვენება და გართობა გჭირდებათ, საქმეები კი მოიცდის.

სასწორი: დღეს ვარსკვლავცები მთლიანად თქვენ მხარეს არიან. ფორტუნა გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომლის იმედიც არ გქონდათ. არც ისაა გამორიცხული, რომ რაღაც სასიამოვნო სიახლის შესახებ შეიტყოთ. თუ აპირებთ გეგმის განხორციელებას, რომელშიც იღბლიანობასაც უნდა ენდოთ, ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა.

მორიელი: დღეს თქვენი მოთმინების ფიალა ფიალა კი არა, ჩაის კოვზზე პატარაა. თუ სხვა დროს რამე მოვლენას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით, დღეს ამან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ირონიას (თუნდაც მეგობრულსა და უწყინარს), ასევე კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. იმისთვის, რომ თქვენი არცთუ პოზიტიური ემოციები ვინმეზე არ გადატყდეს ჯოხივით, სჯობს, თუ მათ უსაფრთხო კალაპოტში მიმართავთ, მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშში – ირბენთ, აუზში იცურავებთ და ა.შ.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებს ტყუილად ექნებათ იმედი, რომ ლოგიკურად იმოქმედებთ. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი რკინისებრი არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. მთელი დღესურვილების ტყვეობაში იქნებით, თან ისე, რომ ზოგიერთ ნაბიჯს თქვენ თვითონაც ვერ მოუძებნით ახსნას. წამიერი სურვილების აყოლით რომ შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს, მოუსმინოთ მეგობრებსა და ახლობლებს. უბრალოდ, სიტყვაზე ენდეთ – გვერდიდან ყველაფერი უფრო კარგად მოჩანს.

თხის რქა: დღეს რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებს: მომძლავრებული ემოციურობის გამო ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კონტრასტულ ფერებში დაინახავთ, ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან პირიქით, უხასიათოდ შეიქმნეთ. ამასთან, ზედმეტი ყურადღება შეიძლება მიაქციოთ რაღაც მინიშნებებს, თანხვედრებს. თუ შეძლებთ თქვენი მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, მაშინ დღე ალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

მერწყული: თუ მოინდომებთ, დღეს საჭირო ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. ეს სცენარი რომ განვითარდეს, ამისთვის საკმარისია, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი ნიჭის ჩვენება, უნარის, რომ შეგიძლიათ სწორად მოქმედება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე არასტანდარტულ გარემოშიც კი.

თევზები: დღეს არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც მოვლენების ან, შესაძლოა, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ ჩართული. გარშემომყოფები, იხელმძღვანელებენ რა თავიანთი მიზნებით, თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. შესაძლოა, შემოგთავაზონ რაღაც მოვლენაში მონაწილეობა, ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან.

0