ხურმა

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ხურმა

12343
(განახლებულია 12:15 22.01.2018)
ხურმა, გარდა იმისა, რომ მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ხურმა (ლათ. Diospyros) —აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. ცნობილია მისი 200-მდე სახეობა.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია. 

მწიფე ხურმა
მწიფე ხურმა

ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს, უმთავრესად, გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი (მარგანეცი) და კალიუმი.

დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.

ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.

ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. და თუმცა სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო ბევრია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.

ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს. 

ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმელების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.

ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება

ზოგადად, ხურმის შემცველობაში პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში, სისხლჩაქცევებისას. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. 

ხურმის ჩირი ჰიპერტონიის დროს გამოიყენება, როგორც ვალოკარდინის შემცვლელი. ამისთვის ყოველდღე 2–3 ცალი ნაყოფის მიღებაა აუცილებელი.

ხურმის ნაყოფი კარგია კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლისთვის.   

ხურმა ერთ–ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ასევე, ის აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.

ხურმაში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს.

ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ. იაპონელმა ქალებმა ამ ნაყოფის სიკეთე და კოსმეტოლოგიური თვისებები დიდი ხანია დააფასეს. 

მკვახე ხურმა
მკვახე ხურმა

კანის დაბერების წინააღმდეგ მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: ხურმის გახეხილი რბილობი შეურიეთ რძეს ან ნაღებს პროპორციით 1:1, დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15–20 წუთი, შემდეგ ჩამობიანეთ თბილი წყლით. სათანადო ეფექტისთვის ჩაიტარეთ 20 პროცედურა.

გაითვალისწინეთ, რომ ხურმა (მით უფრო, დიდი რაოდენობით) არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ზოგადად, ხურმის ჭამის დროს ზომიერება ყველასთვის საჭიროა — გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის მიღებას. 


12343
მიშა ანდღულაძე

„ცოლს თვითონ ღალატობდა...“ - მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები პასუხობენ

9
(განახლებულია 21:19 05.05.2021)
იუმორისტ მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები მისმა სკანდალურმა ინტერვიუმ აღაშფოთა. ისინი მიშას განცხადებებს უარყოფენ და საპირისპიროს ამტკიცებენ

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთში“ ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა.

მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ იუმორისტის ყოფილი ცოლი ძალიან ნერვიულობს. მიშა ანდღულაძის დედა და ძმა კი მისმა სატელევიზიო აღიარებამ შოკში ჩააგდო.

მიშა ანდღულაძის ძმა ამბობს, რომ მათთვის მტკივნეულია რასაც იუმორისტი ყვება, რადგან ყველაფერი გაზვიადებულია. „თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი. ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!“, - ამბობს დათო ანდღულაძე.

იუმორისტის დედა ლალი ხომასურიძე ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს ოჯახის წევრები მუდმივ კონფლიქტში იყვნენ, მიშას კარგი ბავშვობა ჰქონდა და მან და მისმა მეუღლემ შვილების წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს.

მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ გახსნილი ურთიერთობები ექნებოდათ, მაგრამ მეუღლის ღალატს არაერთხელ, ვერაფრით შეეგუა.

9
თემები:
ქართველი სელებრითები
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში

COVID-19 საქართველოში 6 მაისის მონაცემები

37
(განახლებულია 11:10 06.05.2021)
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.180 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.809-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 317.719-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 297.676 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.144), გარდაიცვალა – 4.227 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.287 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 759 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.180 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.324, PCR–ტესტით – 13.856.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 6,41%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 6,59%.

სულ აცრილია 51.600 ადამიანი, დღიურად აცრილია - 3651.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

37
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები