მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო

მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი

729
(განახლებულია 16:44 20.07.2017)
მინდა ვუთხრა მათ, ვინც 25-30 წლისაა: დრო არ დაკარგოთ. დაბერება კარგი რამაა. ნახევარი ცხოვრება ვებრძოდი მას და სიბერემ გაიმარჯვა. რატომ ვკარგავდი უქმად დროს? რატომ მაშინვე არ ვაღიარე მარცხი და არ შევეცადე, უბრალოდ, მეცხოვრა? არ ვიცი...

ქალების და, განსაკუთრებით, ლამაზი ქალების უმრავლესობა ასაკის მატებას ძალზე მტკივნეულად განიცდის. ესთეტიკური მედიცინის დღევანდელი მიღწევები მრავალ საშუალებას იძლევა, რომ ქალი ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, მაგრამ სიბერე მაინც ყველას ეწევა. მეტი გზა არაა, სიბერეს ვერავინ გაექცევა და ეს ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. თან, უნდა გავითვალისწინოთ მთავარი — ყველაზე დიდ როლს დაბერების პროცესში სწორედ ნერვიულობა ასრულებს.

საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს პოპულარული ამერიკელი ბლოგერი მიშელ კომბსი. ის ამბობს, რომ ჩვეული სტერეოტიპები ცხოვრებას გვიფუჭებს, ასაკი კი გარკვეულ ბონუსებსაც გვაძლევს.

25 წლის წინ ის გლამურულ ჟურნალებს გამალებით კითხულობდა, ყურადღებით ეცნობოდა მოდისა და სილამაზის განყოფილებებს, სწავლობდა რჩევებს რუბრიკებიდან „სექსი“ და „როგორ დავაკმაყოფილოთ საყვარელი ადამიანი“.

კომბსი ამბობს, რომ დღეს მიჰყვება ჩვეულ დინებას და ათვალიერებს სტატიებს თემაზე „როგორ არ დავბერდეთ“, „როგორ დავბერდეთ სწორად“ და სხვა, მაგრამ ამას ის უვნებელ და უსარგებლო ლაქლაქად მიიჩნევს.

ნახევარი ცხოვრება ვებრძოდი მას და სიბერემ გაიმარჯვა
ნახევარი ცხოვრება ვებრძოდი მას და სიბერემ გაიმარჯვა

„მინდა ვუთხრა მათ, ვინც 25-30 წლისაა: დრო არ დაკარგოთ. დაბერება კარგი რამაა. ნახევარი ცხოვრება ვებრძოდი მას და სიბერემ გაიმარჯვა. რატომ ვკარგავდი უქმად დროს? რატომ მაშინვე არ ვაღიარე მარცხი და არ შევეცადე, უბრალოდ, მეცხოვრა? არ ვიცი.

მთელი ცხოვრება სხვას ვთამაშობდი: უფრო კომუნიკაბელურს, სექსუალურად თავისუფალს, უფრო ახალგაზრდას, მოდურს. ათიათასობით საათი დავკარგე ჭაღარის შეღებვასა და წონის კონტროლში. ბოლოს საკუთარ თავს ვუთხარი — გეყოფა.

ერთი წლის წინ თმის ღებვა შევწყვიტე. თავი მივანებე დიეტებს. ახლა მხოლოდ იმას ვადევნებ თვალს, რომ რაციონი სრულყოფილი და გემრიელი იყოს. 10 კილო მოვიმატე, მაგრამ სულ არ მანაღვლებს. ხელშეკრულება ფიტნეს-კლუბთან აღარ გავაგრძელე, რადგან ფიზიკური აქტიურობიდან ყველაზე მეტად პარკში დილაობით სირბილი მიყვარს, როდესაც ძაღლი გამყავს სასეირნოდ.

შევწყვიტე უზარმაზარი თანხის გადაყრა კოსმეტიკაში, რადგან ყოველდღიური მაკიაჟისთვის მხოლოდ ტონალური კრემი, ფანქარი და ტუში მჭირდება. 52 წლის ვარ და თავს ვგრძნობ, თითქოს 30 წლის ვიყო. არ გავგიჟებულვარ — ვხედავ ამ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, მაგრამ მე შინაგან მდგომარეობაზე ვსაუბრობ, სულის მდგომარეობაზე. უბრალოდ, აღარ ვიკლავ თავს – გამოვიყურებოდე ისე, როგორც თავს ვგრძნობ. გამოვიყურები, როგორც 50 წლის, მაგრამ თავს ვგრძნობ, როგორც 30 წლის. მორჩა.

ჩემნაირებზე ამბობენ — მებრძოლი არააო. მე კი არ მესმის, რატომაა ეს ცუდი. დიახ, მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო. კი, ბევრი რამისთვის მოხუცი ვარ. ძალიან მოხუცი ვარ, რათა:

გავჩუმდე, როცა სათქმელი არის — ვამბობ და არ მეშინია, რომ არასწორად გამიგებენ და არ ვფიქრობ, რას იფიქრებენ ჩემზე სხვები. ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. თუ ვინმე ცუდად მომექცევა, მაწყენინებს, შეურაცხყოფას მომაყენებს, არ გავჩუმდები და ვეტყვი: „თავხედი ხარ, შენთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს“.

ვინერვიულო გარეგნობის გამო —  ქმარმა (დიახ, გათხოვილი ვარ) კაფეში საუზმობა შემომთავაზა. გამზადების დროს აღმოვაჩინე, რომ შამპუნი გათავებულა, ხოლო ჯინსი უკვე ორჯერ მეცვა. სამიოდე წლის წინ აუცილებლად ვეტყოდი მეუღლეს, რომ ასე ვერსად წავიდოდი. ახლა კი ვიფიქრე, ეშმაკმა დალახვროს, საყვარელი მამაკაცი საუზმეზე მეპატიჟება. რა მნიშვნელობა აქვს, თავი დავიბანე თუ არა? დღეს დილით უკვე მნახა და ჩემთან ერთად კაფეში უნდა წასვლა. რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ ადამიანები მეზობელ მაგიდასთან? და მე გასაუთოებელი მაისური ჩავიცვი. ის სუფთაა და ეს სრულიად საკმარისია.

საყვარელი მამაკაცი საუზმეზე მეპატიჟება. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურები?
საყვარელი მამაკაცი საუზმეზე მეპატიჟება. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურები?

თავს "სისუსტეების" უფლება არ მივცე — ეს სისუსტე არ არის. ეს ჩემი სურვილებია და მე მათ ვახორციელებ. არ მრცხვენია, ბულვარული რომანი წავიკითხო, მოვუსმინო ლედი გაგას და თან ვიცეკვო, მივირთვა ღამის ორ საათზე და ვუყურო „მოსიარულე მკვდრებს“ მეხუთედ…

მეცვას მოუხერხებელი ფეხსაცმელი — ფეხსაცმელი იმისთვისაა, რომ მოხერხებულად იარო. ის უნდა იყოს რბილი, კომფორტული, შეესაბამებოდეს სეზონს და ჩემი ფეხის ზომას მიესადაგებოდეს. ჩემი ფეხი უფრო აუცილებელია, ვიდრე ის აუტანელი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, ვინმეს ესთეტიკურ გრძნობას მივაყენო.

ბოდიშს ვიხდიდე არეულობისათვის — უკაცრავად, თქვენ დამიქირავეთ, რომ სახლი სუფთად მქონდეს? არა უშავს, რომ ეს ჩემი სახლია? განწყობა არ მქონდა და სახლი არ დამილაგებია — თქვენი რა საქმეა?!

უარი ვთქვა მეგობრების შეკრებაზე — თუ მინდა მერის ნახვა, მოვიწვევ მერის და აუცილებელი და უხერხული არაა, მასთან ერთად დავპატიჟო ჯეკი ან ლაურა და სხვები. თუ მერისთვის ეს მიუღებელია, მის უარს ნორმალურად აღვიქვამ — მისთვის ჯეკთან ან ლაურასთან ყოფნა თუ უფრო სასიამოვნოა, დაე, ასეც იყოს.

შევინახო "ძონძები" და ათასგვარი ნაგავი  — ლექსიკონიდან ამოვიღე ფრაზა „იქნებ, გამომადგეს“. თუ ამ წუთას არ ვიცი, რისთვის მაქვს ესა თუ ის ნივთი, ის გადასაყრელ ნივთებს შორის ხვდება.

ვიყო ოპტიმისტი —  ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი — სულაც არაა ეს ცნება მართალი. ზოგიერთი ადამიანი სრული ნაგავია და ჩემი დროის ერთ წუთსაც არ დავხარჯავ, რომ ამ „ნაგავში“ რაიმე კარგი ვეძებო.

ბევრი რამისთვის მართლა დავბერდი. ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი ამის გაცნობიერება იქამდე, სანამ ჩემ საფლავზე დადებენ ფილას წარწერით: „აქ განისვენებს მიშელი. მან მთელი ცხოვრება ისე გაატარა, როგორც არ უნდოდა და უბედური მოკვდა“.

P.s. შეიძლება, ზოგი მოსაზრება თქვენთვის მისაღები იყოს, ზოგი — არა. მაგრამ თუ რომელიმე მოგეწონათ, ან თავად გაგიჩნდათ ასეთი მოსაზრება თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იქნებ, დროა, შეიცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი და გათავისუფლდეთ იმ სტერეოტიპებისგან, რომლებიც ლაღად, თავისუფლად ცხოვრებაში გიშლით ხელს! სცადეთ! 50 წელი — ეს უკვე სიბერის კართან „ატუზული“ ასაკია, სიცოცხლე მარადიული ხომ არ არის?! ამიტომ დატკბით ცხოვრებით!“

პირადად მე (ასევე 50 წელს „ვუკაკუნებ“) არ ვიზიარებ ყველა პუნქტს, მაგრამ ერთ რამეში ვეთანხმები — ასაკი ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, პრივილეგიას გვაძლევს, მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ… ასე რომ, ცხოვრება გრძელდება!

729
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის

47
(განახლებულია 18:12 07.08.2020)
სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოტურები უკვე გაიმართა აჭარაში,  ხევსურეთსა და სამეგრელოში, სადაც  გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურებში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდები და სატრანპორტო კომპანიები.

„ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას". - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც.

  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
1 / 4
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა გიორგი შერმაზანაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანი COVID-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

47
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ქეთა თოფურია

„ეს ვინღაა?!“ ქეთა თოფურიას მამაკაცთან ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოება დააბნია

1232
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
მომღერალმა ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლებში გაურკვევლობა გამოიწვია.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შეყვარებული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვეღარ იცნეს. ახალ ვიდეოში, სადაც ის ბიზნესმენ ლევ დენგოვს დაბადების დღეს ულოცავს, ქეთას ხელმომწერები კითხულობენ, ვინ არის ეს მამაკაცი.

View this post on Instagram

🥳❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

საქმე ისაა, რომ ლევ დენგოვმა ბოლო პერიოდში იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ბიზნესმენს, როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა – წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

View this post on Instagram

🖤 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

 

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

1232
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

0
(განახლებულია 19:59 07.08.2020)
ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ნავთობპროდუქტების დაშლას ხდის შესაძლებელს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ნათქვამია რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს, რომელიც მიწისა და წყლის ნავთობპროდუქტებისგან გასაწმენდად გამოიყენება, სანქტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგებმა და ენერგეტიკოსებმა მიაგნეს.

სპეციალისტებმა ბიოპრეპარატის მატარებელი ფოროვანი გრანულების მიღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც აქვს კიდეც უნარი, გაწმინდოს ნავთობისგან დაბინძურებული ადგილები.

ამისათვის ფოროვან გრანულებში იმობილიზდება მიკროორგანიზმების უჯრედები, რომლებიც „ჭამენ“ ნავთობპროდუქტებს. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მიკროორგანიზმები იღუპება.

აღინიშნება, რომ ახალი ბიოპრეპარატი ბაზარზე უკვე არსებულ სხვა პრეპარატებზე ბევრად ეფექტური და ეკონომიურია. ექსპერიმენტის დროს ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება