ხანძარი ვარძიის მონასტერში: დაზიანებულ ფრესკას აღადგენენ

© Sputnik / Alexander Imedashviliვარძიის სამონასტრო კომპლექსი
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამო ვარძიის კომპლექსის ერთ-ერთ ტაძარში უნიკალური ფრესკა დაზიანდა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული უნიკალური ფრესკა, სავარაუდოდ, ერთ თვეში აღდგება, განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამშაბათს, ღამით საეკლესიო სასანთლეს ცეცხლი მოეკიდა. მომხდარის შემდეგ ტაძარი დაიკეტა, შესვლა დროებით შეზღუდულია. სააგენტომ სამართალდამცველებს მიმართა, დაიწყო გამოძიება.

„მთავარია, რომ მხატვრობა ერთ თვეში იმ სტატუს-კვოს დაიბრუნებს, რომელიც აქამდე იყო. ვფიქრობ, პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, რადგან მასში მონაწილეობს სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი. ეს ჯგუფი ძალიან კვალიფიციურია იმისთვის, რომ დღეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, — განაცხადა ანთიძემ.

ვარძია ახალციხიდან 60 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იგი ცენტრი და ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო. - Sputnik საქართველო
ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორდეს, აღნიშნა მან.

„ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად ვიმუშავებთ, რათა შემუშავდეს სპეციალური რეგლამენტი, რაც შეეხება სანთლების დანთებას, ტაძრის დაკეტვას, შესვლას ტაძარში“, — განაცხადა ანთიძემ.

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია და ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0