პრეზიდენტის მრჩველი: საქართველოში პოლიტიკოსები ჰომოფობიას ხელს უწყობენ

გამოწერა
32 წლის ტრანსგენდერს რამოდენიმე ადამიანი გაუსწორდა. ის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფება.

თბილისი, 16 ოქტომბერი— Sputnik. ქართულ საზოგადოებაში, რასაც უწყობს ხელს ქართველი პოლიტიკოსების არაადექვატური გამოხატულებები, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები, განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა.

კვირას შამანიდიმ  ,,ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 წლის ტრანსგენდერი მოინახულა, რომელსაც თბილისში რამოდენიმე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა.

"მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები",- განაცხადა შამანიდიმ.

ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა რომელსაც ის თავად აირჩევს, ხაზი გაუსვა პრეზიდენტის მრჩეველმა.

"არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს, ან მით უმეტეს იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯოიბესდება“,-თქვა შამანიდიმ.

უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი: ტრანსგენდერზე ანგარიშსწორება თბილისში ჰომოფობიაზე მიანიშნებს

პარასკევს საღამოს უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს და დაჭრეს 32 წლის ტრანსგენდერი. ინციდენტი ორთაჭალის რაიონში მოხდა, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნაპოვნია დანაშაულის იარაღი-დანა.გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები ლაპარაკობენ ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე.

ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე ნეგატიურად არაერთხელ საუბრობდნენ. "ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს" ერთერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა საკანონმდებლო დონეზე ქორწინების ცნების მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირის დაკანონება როგორც.  

ქორწინების თემა აქტუალური იანვრის ბოლოს იმის მერე გახდა, რაც ლგბტ-პირების დამცველმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თავისი სარჩელი მან იმით დაასაბუთა, რომ კონსტიტუციაში არაფერი არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ქორწინება არის კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. თუმცა ეს სამოქალაქო კოდექსიშია მითითებული.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ნაწილი გამოვიდა ინიციატივით კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის შესახებ, თუმცა შესწორებები არ მიიღეს, რადგან ხმების რაოდენობა საკმარისი არ იყო. შესწორებების მისაღებად 150 ხმიდან საჭირო იყო 113.

ყველა ახალი ამბავი
0