არჩევნების დღეს დარბევაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია ზუგდიდის რაიონში ორ საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოწყობილ დარბევაზე.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების პერიოდში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გია მხეიძეს, რომელსაც ბრალად ედება 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში ორი საარჩევნო უბნის დარბევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სასამართლოს წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გამოძიების მონაცემებით, უცნობი პირების ჯგუფი მხეიძესთან ერთად ხმების დათვლის დროს №79 საარჩევნო უბანში შეიჭრა. მათ გატეხეს ბიულეტენების ურნა, დაამსხვრიეს მინები, ხოლო ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცემა საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

NDI-ის ბრიფინგი - Sputnik საქართველო
NDI: არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

ამის შედეგად უბნებზე შემაჯამებელი ოქმები არ დაწერილა.

ამჟამად საოლქო კომისია განიხილავს საკითხს, კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნება ცნობილი, თუ ამ ორ უბანზე განმეორებითი არჩევნები დაინიშნება. გადაწყვეტილება, შესაძლოა, სამშაბათს მიიღონ.

მხეიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“ და „საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა“.

მხეიძეს ემუქრება ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაოები ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო დარბევის სხვა მონაწილეების ვინაობას ადგენს.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: შსს-ის განცხადება ინციდენტებისა და დაპირისპირებების თაობაზე

საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 8 ოქტომბერს აირჩია. ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,65%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,12%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

მეორე ტური ერთმანდატიანი 73 ოლქიდან 52-ში ჩატარდება. 21 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0