არჩევნები საქართველოში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სტანისლავ ბონდარენკო „მონაწილეობდა“

63
(განახლებულია 15:04 12.01.2017)
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კენჭისყრის მსვლელობისას გადაღებული კადრები გაავრცელეს - ინტერნეტი ბიულეტენებზე ირონიული და ხანდახან აგრესიული წარწერების ფოტოებით არის აჭრელებული.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებმა დასრულებაც ვერ მოასწრო და სოციალურ ქსელებში სასაცილო ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ბიულეტენი, რომელშიც კანდიდატების სიის ბოლოს მე-11 ნომრად ამომრჩეველმა რუსი მსახიობის სტანისლავ ბონდარენკოს სახელი მიაწერა, რომელიც ქართველი ქალების საოცნებო მამაკაცი გახდა. ის ქვეყანაში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიიღო მონაწილეობა.

სტანისლავ ბონდარენკოს სახელი და გვარი ბიულეტენში
სტანისლავ ბონდარენკოს სახელი და გვარი ბიულეტენში

კიდევ ერთ ბიულეტენზე ყველა პარტია გადახაზულია, ხოლო ბოლოში მიწერილია „ამოწყდით ერთ დღეს“.

ბიულეტენი წარწერით ამოწყდით ერთ დღეს
ბიულეტენი წარწერით "ამოწყდით ერთ დღეს"

არჩევნებზე ნასვამი ამომრჩეველიც გამოცხადდა. ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველმა დაწერა: „ბოდიშით, ნასვამი ვარ“.

ბიულეტენი წარწერით ბოდიშით ნასვამი ვარ
ბიულეტენი წარწერით "ბოდიშით ნასვამი ვარ"

ისეთი ბიულეტენებიც იყო, რომლებშიც არა იუმორი, არამედ აგრესია შეინიშნებოდა. მაგალითად, ზოგიერთ ბიულეტენზე ნახავდით ასეთ წარწერებს: „ბ…ზები ხართ სუყველა“, „არცერთი არ ხართ ხმის ღირსი!“

ბიულეტენი წარწერით არცერთი არ ხართ ხმის ღირსი
ბიულეტენი წარწერით "არცერთი არ ხართ ხმის ღირსი"

ერთ-ერთი ასაკოვანი მამაკაცი კი არჩევნებზე ხელცარიელი არ მივიდა — მან კომისიის წევრს ყვავილები მიართვა.

ასაკოვანი მამაკაცი არჩევნებზე ყვავილებით მივიდა
ასაკოვანი მამაკაცი არჩევნებზე ყვავილებით მივიდა

 

63
თემები:
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)
ანთებული სანთლები

საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში 90-იან წლებში დაღუპული სამხედროები დაკრძალეს

34
(განახლებულია 16:17 15.08.2020)
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს, იუწყება პირველი არხი.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

გუშინ სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი პირადად გამოუცხადეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად 1990-იან წლებში უგზო-უკვლოდ 2,2 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

თბილისის ძმათა სასაფლაოზე ორი სამხედრო დაკრძალეს, დანარჩენების ნეშტები ოჯახებმა გადაასვენეს, რათა თავიანთი ნათესავები ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალონ.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის წყალობით ნაპოვნია აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 563 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200-ზე მეტი იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

34
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

როგორ შეიცვალა ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის ცხოვრება დაქორწინების შემდეგ - ვიდეო

2145
(განახლებულია 15:03 31.07.2020)
თუ ქორწინებამდე ბერა ივანიშვილი შეყვარებულს ნანუკა გუდავაძეს სიმღერებს უძღვნიდა, ოჯახურ ამპლუაში ნანუკა ძირითადად დივანზე ხან მობილურით, ხან ლეპტოპით ზის და მის ფონზე ბერა როიალზე მეცადინეობს. წყვილს შორის ურთიერთობა გახუნდა?

მუსიკოს ბერა ივანიშვილის და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის ერთობლივი სახალისო ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა, სადაც მათი ურთიერთობა ქორწინებამდე და მის შემდეგ რამდენიმე წამშია ასახული. ვიდეო, რა თქმა უნდა, იუმორისტულადაა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ქორწინების შემდეგ ბერა მეუღლეს თითქოს ყურადღებას აღარ აქცევს და ნანუკამაც მოიწყინა. ეს რეალობა ძნელად შეესაბამება ალბათ სიმართლეს, რადგან სხვა ვიდეოებში წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანს. ისინი იმპროვიზაციას მუდმივად მიმართავენ და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეოები ჩნდება მათ TikTok-ზე.

View this post on Instagram

🤣❤

A post shared by @ beraivanishvili_fanclub on

მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში ბერა მამასთან ერთადაც კი ცეკვავს. შემდეგ ბერამ დედა და ძმაც გამოაჩინა. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთან, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.

2145
თემები:
სელებრითების ცხოვრება