სელი

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი

68541
(განახლებულია 12:14 22.01.2018)
სელის თესლი და ზეთი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება. ის ხელს უწყობს გახდომას, სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის - ამსუბუქებს კლიმაქსის ნეგატიურ გამოვლენებს, და მკერდისა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

სელი — (Linum) სელისებრთა ოჯახის ერთწლიანი ან მრავალწლოვანი მცენარეა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ კულტურული სელი (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა ხუთ ჯგუფად: სართავი, შუალურა, ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და ზეთოვანი სელი. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი). ის ამჟამად აღარ მოჰყავთ.

სელის თესლი — პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ამასთან, ომეგა-3–ს საკმარისი რაოდენობით შეიცავს მხოლოდ თევზის ქონი და სელის ზეთი.

სელის თესლი და ზეთი
სელის თესლი და ზეთი

ომეგა-3–ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თევზის ქონში.

ასევე სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორსა და თუთიას.

სელის თესლი გამოიყენება:

•    წმენდს ნაწლავებს, მათ შორის, პარაზიტებისგან

•    ათეროსკლეროზი — სისხლიდან გამოაქვს ე.წ. ცუდი ქოლესტერინი

•    ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები

•    ანთებითი ხასიათის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები

•    ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებები და სხვა.

სელის თესლის ცივი ნაყენი: ნაღვლისა და შარდის გამოყოფას მსუბუქად ასტიმულირებს, აქვს გამხსნელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. გამოიყენება საკვებით მოწამვლის დროს. მიღების წესი — 2-3 სუფრის კოვზი რამდენჯერმე დღეში პატარა ყლუპებით.

ლარინგიტისას: ერთ სუფრის კოვზ სელის თესლს ასხამენ 200 გრამ წყალს ან რძეს, ადუღებენ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, თან ურევენ. მიღების წესი — დილითა და საღამოს 2-3 სუფრის კოვზი პატარა ყლუპებით.

მწვავე ბრონქიტის დროს გამაღიზიანებელი ხველით: 100 გრამი სელის თესლს ურევენ 500 გრამ თაფლს. ამ ნარევის 1 ჩაის კოვზს იღებენ თბილ წყალთან ერთად დღეში 8-10-ჯერ. ხველის შერბილების შემდეგ ნარევს უმატებენ ანისულის ნაყოფის, კამისა და ჯანჯაფილის ფხვნილს თითო ჩაის კოვზის ოდენობით და საკვების მიღების შუალედებში, დღეში 4-6-ჯერ იღებენ.

ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებისთვის: სელის თესლის ზეთს ურევენ უმი კვერცხის ცილას თანაფარდობით 1:1. გამოიყენება შემამსუბუქებელი და ტკივილგამაყუჩებელი საფენისთვის.

ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს: მიიღეთ სელის თესლი 1 ჩაის ან სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს.

სელის თესლის ნახარში, რომელიც გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, კუჭის კედელზე წარმოქმნის ლორწოვან აპკს, რაც ცხიმის ორგანიზმში მოხვედრას უწევს წინააღმდეგობას, ხოლო სელის თესლი, იზრდება რა მისი მოცულობა და იწოვს სისველეს, ამცირებს შიმშილის გრძნობას. სელის თესლი ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში და წმენდს მას შლაკებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. მიუხედავად ამისა, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება არ შეიძლება. მიიღეთ სელის თესლი ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ ორი კვირა. სელის თესლის ნაყენი მიიღეთ არაუმეტეს სამი თვისა, შემდეგ შეისვენეთ 1 თვე. ნახარში ამცირებს მადას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ზრდის იმუნიტეტს, წმენდს კანს — ის ხავერდოვანი და რბილი ხდება. ამაგრებს ფრჩხილებს, თმა ბზინვას იწყებს.

ნახარშის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ დადგით და გააგრილეთ. შეგიძლიათ არ გაწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში ჭამამდე ერთი საათით ადრე. გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონი.

სელის თესლის საკვებში დამატებით ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიკლებთ რამდენიმე კილოგრამს. საკმარისია 2 სუფრის კოვზი სელის თესლი დღეში და — არანაირი დიეტა. მისი დამატება შესაძლებელია დაფქული ან მთლიანი სახით ფაფაში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. ასეთი ორმაგი ეფექტით ყველა საშუალება არ გამოირჩევა — ორგანიზმი მიიღებს სასარგებლო, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, ხოლო ზედმეტი კილოგრამები გამოიდევნება.

მაგალითად, სელის თესლი გახდომისთვის გამოიყენეთ ამგვარად: დაფქული სელის თესლი დაამატეთ კეფირში ან იოგურტში. მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე. პირველი კვირის განმავლობაში 100 გრამ უცხიმო კეფირში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი, მეორე კვირის განმავლობაში კი კეფირს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თესლი. მიიღეთ ასევე 2-კვირიანი შესვენებებით.

სელის თესლი და ზეთი ხალხურ მედიცინაში (5-დან 50 გრამამდე რაოდენობით) გამოიყენება, როგორც ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება, ასევე გულის იშემიური დაავადების დროს, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სელის ზეთს შეუძლია სიმსივნეების ზრდის შეფერხება.

თეთრი სელი სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს ფიტოესტროგენებს — ქალის ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელის თესლის რეგულარული მიღება ამსუბუქებს კლიმაქსის ნეგატიურ გამოვლენებს და მკერდისა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

სელის თესლი
სელის თესლი

გაითვალისწინეთ!

მიუხედავად იმისა, რომ სელის თესლი უვნებელი და უსაფრთხოა, სელის ზეთის გაყიდვა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ის, როგორც აღვნიშნეთ, შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სინათლისა და სითბოს ზემოქმედების შედეგად ცხიმოვანი მჟავები იჟანგება და მომენტალურად წარმოიქმნება პეროქსიდები, რომლებიც ძალზე საშიშია ორგანიზმისთვის და, შესაძლოა, მასზე კანცეროგენული ზემოქმედებაც მოახდინოს.

დაჟანგული ცხიმების არსებობა ზეთის შემადგენლობაში მის გემოზე აისახება — მას სიმწარე გაჰკრავს და სპეციფიკური სუნი აქვს. ასეთი ზეთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, რადგან ის თქვენს ორგანიზმს დიდ ზიანს მოუტანს.

სელის ზეთი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე. მისი ტრანსპორტირება შეიძლება მხოლოდ გაუმჭვირვალე ჭურჭლით (მუქი ფერის მინა, თიხა და ა.შ.). სელის თესლი უფრო დიდხანს ინახება, რადგან მას გარსი იცავს. დაფქული სახით ის ასევე მალე ფუჭდება, ამიტომ ის უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დაფქვათ.

ასევე, იყიდება სელის ფქვილი, რომელიც, არასათანადო შენახვის დროს, ნაკლებად ფუჭდება, მაგრამ მასში არ არის სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობა და ნაკლები სარგებლის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის.

68541
რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

71
(განახლებულია 23:10 16.04.2021)
მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი მაშინდელი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ბესო ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რობერტ სტურუას ბრძანების თანახმად, ბესო ზანგურის ნაცვლად სპექტაკლებში სხვა მსახიობები ითამაშებენ.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

„ოჯახის წევრების თვალწინ მცემა ორსული...“ - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან დაშორებაზე>>

დღეს მაყაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ნინუცა მაყაშვილს კი მან გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თავად ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

71
გვირაბი

მეტეხის გვირაბი იკეტება

90
(განახლებულია 22:34 16.04.2021)
გვირაბში 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე პერიოდში პროფილაქტიკურ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით მეტეხის გვირაბი 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე დაიკეტება.

„გაიწმინდება სანიაღვრე ჭები და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით გაირეცხება ქსელი. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" შეასრულებს.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

90
სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

0
(განახლებულია 14:12 16.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

აუცილებლად გამოიყენეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობები. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. ამ დღის პრიორიტეტებია სიყვარული, ურთიერთობები, ფული. მთავარია, ბრმად არ მიჰყვეთ გრძნობებს და ყველა შესაძლოა შედეგი წინასწარ გათვალოთ.

ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი>>

ვერძი: დღეს ემოციებისა და ურთიერთობების მორევში გადაეშვებით. იმდენად ამაღლებული განწყობით იქნებით, რომ მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური ქმედებებისთვის. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს: უეცარი გრძნობები, ახალი ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება, თავი მაინც არ დაკარგოთ და კონტროლი ხელიდან არ გაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცის ზღვარი დაარღვიოთ.

კურო: არაა გამორიცხული, რომ დღეს ისეთი ცუდი გრძნობების გამოვლინებებს წააწყდეთ, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თავად იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ეცადეთ, დღეს თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თქვენზე მეტი შემოსავლები ან წარმატებები აქვთ. ამასთან, არ ღირს საკუთარი გამარჯვებების სახალხოდ გამოფენა, რომ ამან სხვებში არ გამოიწვიოს შური.

ტყუპი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი მოგცემთ მიმართულებას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა მეგობრებთან ნაძლევის დადება ან ფსონის ჩამოსვლა კაზინოში. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, რომ რაღაც სხვებზე უკეთესად გააკეთოთ. მეტოქეობა, გამოგონილი იქნება ეს თუ რეალური, ბიძგს მოგცემთ როგორც სამუშაოზე, ისე ყოფასა და სიყვარულში, დაგეხმარებათ უფრო კარგი შედეგების მიღებაში.

კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოვლენების წყალობით ჩიხში მოექცეთ, ან ნამდვილ ამოუცნობ საიდუმლოს შეეჯახოთ. რას იზამთ, დღეს ინტუიცია ჭარბობს ლოგიკას. რა გამოცანის ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, ამის გაკეთება დედუქციის წყალობით გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, სწორი დასკვნების გამოტანისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ინტუიცია შეავსებს, რომელიც სათანადო სიმაღლეზე იქნება.

ლომი: დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც ახლის გამოცდაზე უარს არ იტყოდით. შეიძლება ეს იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნის მიღების წყურვილი ან სიყვარული. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს, რომ მასთან გაატაროთ საღამო და ჩვეულ სცენარს გადაუხვიოთ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, დღე გაძლევთ ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებს და ეს შეგიძლიათ შემოქმედებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების ჩვეულ ტემპში შესრულება. ყურადღება ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, თქვენმა აკვიატებულმა აზრებმა. ამ გონებაგაფანტულობის გამო, არაა გამორიცხული, ყველა საქმე ჩაგეშალოთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის „გამოსწორება“, სჯობს, პატარა ტაიმ–აუტი აიღოთ. დასვენება და გართობა გჭირდებათ, საქმეები კი მოიცდის.

სასწორი: დღეს ვარსკვლავცები მთლიანად თქვენ მხარეს არიან. ფორტუნა გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომლის იმედიც არ გქონდათ. არც ისაა გამორიცხული, რომ რაღაც სასიამოვნო სიახლის შესახებ შეიტყოთ. თუ აპირებთ გეგმის განხორციელებას, რომელშიც იღბლიანობასაც უნდა ენდოთ, ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა.

მორიელი: დღეს თქვენი მოთმინების ფიალა ფიალა კი არა, ჩაის კოვზზე პატარაა. თუ სხვა დროს რამე მოვლენას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით, დღეს ამან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ირონიას (თუნდაც მეგობრულსა და უწყინარს), ასევე კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. იმისთვის, რომ თქვენი არცთუ პოზიტიური ემოციები ვინმეზე არ გადატყდეს ჯოხივით, სჯობს, თუ მათ უსაფრთხო კალაპოტში მიმართავთ, მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშში – ირბენთ, აუზში იცურავებთ და ა.შ.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებს ტყუილად ექნებათ იმედი, რომ ლოგიკურად იმოქმედებთ. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი რკინისებრი არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. მთელი დღესურვილების ტყვეობაში იქნებით, თან ისე, რომ ზოგიერთ ნაბიჯს თქვენ თვითონაც ვერ მოუძებნით ახსნას. წამიერი სურვილების აყოლით რომ შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს, მოუსმინოთ მეგობრებსა და ახლობლებს. უბრალოდ, სიტყვაზე ენდეთ – გვერდიდან ყველაფერი უფრო კარგად მოჩანს.

თხის რქა: დღეს რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებს: მომძლავრებული ემოციურობის გამო ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კონტრასტულ ფერებში დაინახავთ, ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან პირიქით, უხასიათოდ შეიქმნეთ. ამასთან, ზედმეტი ყურადღება შეიძლება მიაქციოთ რაღაც მინიშნებებს, თანხვედრებს. თუ შეძლებთ თქვენი მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, მაშინ დღე ალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

მერწყული: თუ მოინდომებთ, დღეს საჭირო ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. ეს სცენარი რომ განვითარდეს, ამისთვის საკმარისია, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი ნიჭის ჩვენება, უნარის, რომ შეგიძლიათ სწორად მოქმედება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე არასტანდარტულ გარემოშიც კი.

თევზები: დღეს არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც მოვლენების ან, შესაძლოა, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ ჩართული. გარშემომყოფები, იხელმძღვანელებენ რა თავიანთი მიზნებით, თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. შესაძლოა, შემოგთავაზონ რაღაც მოვლენაში მონაწილეობა, ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან.

0