საუკეთესო ანტიბიოტიკი

ყველაზე მძლავრი ანტიბიოტიკი სულ ორი ინგრედიენტისგან

6585
(განახლებულია 15:54 06.10.2016)
ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს. ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს.

ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედებით ხასიათდება, კლავს ბაქტერიებსა და ნებისმიერ ინფექციას.

შემოდგომა დადგა და იმატა გაციებისა და გრიპების საფრთხემ. ბუნებრივი ანტიბიოტიკის უპირატესობა ისაა, რომ მას არანაირი უკუჩვენება არა აქვს ნაწლავებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კურკუმას (Curcuma Longa L) 150-ზე მეტი სამკურნალო თვისება ახასიათებს, მათ შორის არის კანცეროგენების, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

ასევე არანაკლები სამკურნალო თვისებები ახასიათებს თაფლს, ხოლო ამ ორი პროდუქტის ნაზავი ნამდვილ სასწაულს ახდენს.

თაფლისა და კურკუმის ნაერთის გამოყენებით უმჯობესდება საჭმლის მონელება და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა იზრდება.

ინგრედიენტები:

•    100 გრამი თაფლი

•    1 სუფრის კოვზი კურკუმა

შეურიეთ თაფლი და კურკუმა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მინის ჭურჭელში.

როგორც კი გაციების სიმპტომებს შეამჩნევთ, ეს ნარევი მიიღეთ.

მიღების წესი:

•    პირველი დღე — ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში ერთხელ

•    მეორე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი 2 საათში ერთხელ

•    მესამე დღე — ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ

სასურველია, რომ წამალი არ გადაყლაპოთ, არამედ პირში დადნობა დააცადოთ.

თუ მისი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ თბილი რძე ან ჩაი დაამატოთ.

6585
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 მაისს

22
(განახლებულია 12:28 05.05.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას I ჩიხის და პუშკინის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

22
თემები:
თბილისი დღეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები

საქართველოში 43 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა

16
(განახლებულია 09:28 06.05.2021)
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაში „იუნისეფი“ დაეხმარა. აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია მათთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.  

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოში დღეს დილას, გამთენიისას 43 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ჩამოვიდა.

აღნიშნული ვაქცინები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.  საქართველომ AstraZeneca-ს  ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია 13 მარტს მიიღო.

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. უშუალოდ აცრა კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

აპრილის დასაწყისში ექსპერტთა საბჭომ ჯანმოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა ჩატარდეს და 8 აპრილიდან ქვეყანაში ეს პირობა არის დაცული, მაგრამ ეს ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც მანამდე პირველი დოზით აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით ჩაიტარა.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე booking.moh.gov.ge.

საქართველომ ივლისში შეიძლება Novavax-ის ვაქცინა მიიღოს>>

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია თითქმის 48 ათასი ადამიანი.

16
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები