წყლის მრავალძარღვა

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მრავალძარღვა

20987
(განახლებულია 12:14 22.01.2018)
მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა რესპირატორული, ფილტვების, კუჭისა და სხვა დაავადებების დროს, ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. მას იყენებენ, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალო ბალახს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ჯანჯაფილზე ვისაუბრებთ.

მრავალძარღვა (Plantago) ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 250-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 11 სახეობა. იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. სამკურნალოდ, ძირითადად, დიდი მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება.

მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება — ფიტონციდი, ორგანული მჟავა, პოლისაქარიდი, ფლავონოიდი, კაროტინოიდი, К და С ვიტამინები და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.

მრავალძარღვა იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე
მრავალძარღვა იზრდება ზომიერ სარტყელში, მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე

მრავალძარღვას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითარებას და აცხრობს შეშუპებას, მის წვენს თუ ყურში ჩავიწვეთებთ, ის გააყუჩებს ტკივილს, ხოლო კბილის ტკივილის დროს კარგია მისი ღეროს ღეჭვა, ან ნახარშის გამოვლება პირის  ღრუში.

მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების დროს. ის აქრობს ანთებით პროცესს, არის კარგი ანტისეპტიკური საშუალება, ახორცებს ჭრილობებს, კარგად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე, ხსნის ტკივილს, კარგი ამოსახველებელი და სისხლის გაწმენდის საშუალებაა. მრავალძარღვას ფოთლების ნაყენით შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხველების ან რესპირატორული დაავადების მოშორება, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულიოზი, პლევრიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ბრონქული ასთმა და ყივანახველა.

სპეციალური ფიტოქიმიური კვლევებით დადგინდა, რომ ბალახის ფოთლებში შედის კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. მცენარის ფოთლისგან სპირტიანი და წყლიანი ექსტრაქტი წყლულების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს შეუცვლელია.

მრავალძარღვა კურნავს კუჭის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა გასტრიტები, ენტერიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და ნაწლავების წყლული. საკმაოდ წარმატებით იყენებენ შარდის ბუშტის დაავადებების, ჰემოროის, მალარიის, კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.

მრავალძარღვას წვენი ხელს უწყობს ჭრილობიდან ჩირქის გამოდენასა და შეხორცებას. ეფექტურად კურნავს ძირმაგარას.

უნიკალური ბალახი ახდენს სედატიურ მოქმედებას, შველის ნევროზების მსუბუქი ფორმების, გაღიზიანებულობისა და უძილობის დროს. აქვს ჰიპოტენზიური თვისება — აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.

მრავალძარღვა
მრავალძარღვა

კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე სასარგებლოა უშვილობის დროს, თუ ამის მიზეზი საკვერცხეების ფუნქციის მოშლაა. ასევე, მრავალძარღვა ეფექტურია საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. გარეგანი გამოყენებისთვის, მცენარის დაქუცმაცებულ ფოთოლს იდებენ სხეულის დაზიანებულ ადგილზე. მისი ნაყენი ხსნის ტკივილს დამწვრობის დროს.

ამ საოცარი მცენარის ფოთლები დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რაც იმუნურ სისტემას ეფექტურად აძლიერებს. ასევე, მასში შემავალი А ვიტამინი თვალებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, იცავს მას ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან, რომელმაც, შესაძლოა, სიბრმავე გამოიწვიოს.

არატრადიციული თერაპიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ამ სამკურნალო მცენარის მეშვეობით შესაძლებელია ტაქიკარდიის მოხსნა. მისი გამოყენება ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციის ნორმალიზებას, ხსნის თავის, ყურისა და კბილის ტკივილს. დადასტურებულია მრავალძარღვას ეფექტურობა ნეფრიტის, ენურეზის, დიარეის დროს.

სახალხო მკურნალები მრავალძარღვას უძველესი დროიდან იყენებდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს (კომპრესების სახით) და ნაყენს ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს (შინაგანი მიღებისთვის).  ეს საშუალება ასე მზადდება: ფოთლებს რეცხავენ, წვრილად აქუცმაცებენ და იმავე რაოდენობის შაქრის ფხვნილს ურევენ. ეს ნარევი 2 კვირა უნდა გააჩეროთ თბილ ადგილზე. ნაყენს იღებენ დღეში 3-4-ჯერ ერთი სუფრის კოვზით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ასევე, მცენარის ფესვებისგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ ციებ-ცხელების, ტუბერკულიოზური ხველების სამკურნალოდ, მწერების ნაკბენებზე, გველის ნაკბენზე, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ მომატებულია მჟავიანობა და კუჭის ზედმეტი წვენის გამომუშავება ხდება, ასევე, კუჭისა და ნაწლავების ტრაქტის ზოგიერთი სახეობის დროს.

ამ მცენარის მიღებას არ ურჩევენ დიდი ხნით, რადგან ის სისხლის შედედების უნარით გამოირჩევა და დიდი ხნით მისი მოხმარების შემდეგ თრომბების გაჩენის საშიშროება მატულობს.

ასევე, მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ ამ მცენარის მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამიტომ ალერგიისა და ასთმის მქონე ადამიანები ამ მცენარის მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ.

მრავალძარღვას ნაყენის მომზადების რამდენიმე წესი:

მრავალძარღვა
მრავალძარღვა

ზედა სასუნთქი გზების კატარისთვის: 1 სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით. 24 საათის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

გასტრიტების, კოლიტებისა და კუჭის წყლულის დროს: 3 ჩაის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 6-8 საათი. 1/3 ჭიქა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გაციების დროს ხველებისას: გაჭყლიტეთ მრავალძარღვას ახალი ფოთლები, დაამატეთ 200-250 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი თაფლი (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი მდუღარე წყალში გახსნისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს). ძლიერი ხველებისას მიიღეთ 1 ჩაის კოვზი საათში ერთხელ.

ხველებისთვის: 4 სუფრის კოვზ გამომშრალ ფოთოლს დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1,5-2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი სახით დღის განმავლობაში 4-ჯერ, ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7 დღეა.

20987
სასწრაფო დახმარება

გარდაბანში ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა

226
ამჯერად სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი ქალბატონი იზოლირებულია და საავადმყოფოში მკურნალობას ერთბაშად ორ დაავადებაზე გადის

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრ, 43 წლის ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, ქალმა ნათესავის რჩევით ექიმს ხელზე ჭრილობის გამო მიმართა. ანალიზების შედეგებით მას ციმბირული წყლული დაუდგინდა.

„ის ჩვენთან შემოიყვანეს ეჭვით ციმბირულ წყლულზე, რადგან ნეკა თითზე ჰქონდა შავი გარსით დაფარული ჭრილობა. დილით მას კორონავირუსიც დაუდასტურდა და ციმბირული წყლულიც“, - განაცხადა რუსთავის კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამჯერად ქალი იზოლირებულია და საავადმყოფოში ერთბაშად ორ დაავადებაზე მკურნალობს.

226
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამირან გამყრელიძე

სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია

192
ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის აქტიურ კვლევას, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება აღკვეთონ

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სვანეთში სამშაბათს აღებული ტესტების ნაწილის შედეგები ცნობილია - 600 შემთხვევიდან Covid-19 დაუდასტურდა მხოლოდ ერთ პირს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული >>

მისი თქმით, დილიდან მესტიის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა, აქედან ორი - უშგულში. კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს მესტიაში და რამდენიმე სოფელში.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე საათში სამშაბათს აღებული ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება ცნობილი, შემდგომ - დღეს აღებული 800 ტესტის პასუხები. ამის შემდეგ კი ცხადი გახდება ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტში.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს მესტიის საავადმყოფოში გაიგზავნა სწრაფი ტესტირების აპარატი, რომელიც პასუხს იძლევა 45 წუთში, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა ისეთი მაღალი არაა, როგორც კლასიკურ PCR-ტესტს, ეს აპარატი ერთ ჯერზე მხოლოდ 4 ნიმუშის ტესტს აკეთებს. ამიტომ ამ აპარატზე გაკეთდება მხოლოდ იმ ნიმუშების ტესტები, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა დაისახება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც 10 აგვისტოდან საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება კორონავირუსზე მიმდინარეობს.

მესტიის მოსახლეობა 2018 წლის 1 იანვრისთვის 9 511 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება - მესტია.

192
თემები:
COVID-19 საქართველოში
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0