სუხიშვილები

ანსამბლ "სუხიშვილები" ინტელექტუალური დარღვევების მქონე ბავშვებს დაეხმარება

45
(განახლებულია 15:30 09.01.2017)
ცეკვის ლეგენდარული ანსამბლი თავის საუკეთესო ნომრებს წარმოადგენს, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხას კი ფონდ “პირველი ნაბიჯი საქართველოს” გადასცემს.

თბილისი, 27 სექტემბერი— Sputnik. 30 სექტემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ნაციონალური ბალეტ "სუხიშვილების" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე, რომელიც  20:00 საათზე დაიწყება, განთქმული კოლექტივი მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი პროგრამით წარდგება. ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა კი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებს მოხმარდება. საქართველოში მათი მკურნალობითა და მომსახურებით ფონდი “პირველი ნაბიჯი საქართველო” დაკავებული.

პროექტს წარმოადგენს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი.

 პროფესიონალმა მოცეკვავეებმა, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ქართული საცეკვაო ფოლკლორის აღორძინება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს. სუხიშვილისა და რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო პირველი პროფესიონალური ანსამბლი საქართველოში, რომლის მაგალითზე სხვა დანარჩენი შეიქმნა. უკვე 1948 წელს ანსამბლი პირველად წავიდა ევროპაში გასტროლებზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვევები მოდიოდა.

მალე ანსამბლმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომელიც დღესაც არ არის დაკარგული. "სუხიშვილები" ეროვნული ცეკვის პირველი ანსამბლი გახდა, რომელიც მილანში La Scala-ს სცენაზე გამოვიდა-ეს ჯერ კიდევ 1967 წელს მოხდა. მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების მესამე თაობა ხელმძღვანელობს.

2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილია. ანსამბლმა ქართულ ცეკვაში ინოვაციური რეფორმა განახორციელა, რომელიც "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებს უახლოვდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა-ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.

თავისი სამოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე "სუხიშვილების" არტისტები 90 ქვეყანაში 200-ზე მეტ ტურნეში იყვნენ გასტროლებით და 9500 კონცერტი გამართეს. მთელს მსოფლიოში ისინი ბრწყინვალე ნომრებით ახარებენ თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. "მსოფლიოს მერვე საოცრება"-სწორედ ასე უწოდა "სუხიშვილებს" მსოფლიო პრესამ.


45
თემები:
საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა (26)