საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყოფილი ზოლები გაჩნდა

55
(განახლებულია 15:32 09.01.2017)
გამოყოფილი ზოლები საზაოგადოებრივი ტრანსპორტის მეტად უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში გამოყოფილი ზოლები გაჩნდა, რომლებზეც მხოლოდ საზოგადოებრივი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ, იუწყებიან დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში. გამოყოფილი ზოლები დახაზულია კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე. ზოლების დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება.

"თბილისის ტრანსპორტის სამსახურმა ”Bus Lane-ის“ დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

ავტომობილებისათვის გამოყოფილ ზოლებზე მოძრაობა აკრძალულია. მხოლოდ გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში “Bus Lane”-ები წყვეტილია, რაც მძღოლებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას ქალაქის მასშტაბით გეგმავს.

55