პარიკმახერები

1 ოქტომბრიდან სილამაზის სალონების რეგისტრაცია აუცილებელი იქნება

90
(განახლებულია 15:57 09.01.2017)
სანიტარული ნორმების დაცვისთვის მფლობელებმა თავიანთი სილამაზის სალონები უნდა დაარეგისტრირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია საქართველოში 1 ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

1 ოქტობრიდან დაჯარიმდება ყველა ის სალონი, რომელიც მუშაობას რეგისტრაციის გარეშე გააგრძელებს. მფლობელები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში. შესაბამისი ცვლილებები შევა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“.

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია С ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, ასევე ინფექციის გავრცელებისა და სანიტარული ნორმების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს.

რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე. 1 ოქტომბრის შემდეგ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები განახორციელებენ.

ბრიფინგზე კვარაცხელია ასევე შეეხო С ჰეპატიტის დროული გამოვლენისა და მკურნალობის დაწყების მნიშვნელობას.

„ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე,მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა, რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, დღესდღეობით С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რეგისტრირებულია 24 ათასი ადამიანი, ხოლო ამ ინფექციისგან განკურნების მაჩვენებლი 90%–ია.

ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი პირველად 2015 წლის მაისში ამოქმედდა. ერთი წლის განმავლობაში უფასო გამოკვლევა დაახლოებით 200 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, მათ შორის – სტუდენტებმა და ორსულებმა.

90