შსს: პოლიციის შენობა არ გაუქურდავთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის ფანჯარა ჩაამსხვრიეს. ეჭვმიტანილი ორი მოზარდი აღმოჩნდა. მათ ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარეს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შსს–მ უარყო მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გურიის სოფელ ბახვში პოლიციის შენობა გაქურდეს.

გაზეთმა „გურიის მოამბემ“ უფრო ადრე განაცხადა, რომ კვირას ღამით უცნობმა პირებმა ბახვში პოლიციის შენოობის ფანჯარა ჩაამსხვრიეს და გერბი მოიპარეს. საქმეზე სოფლის ათობით მცხოვრები დაკითხეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლები არჩევნებისათვის სპეციალურ ტრენინგებს გადიან

„კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანსზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს“, — აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროში შენობაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ.  ორმა ადამიანმა, კვირას ღამით, ჩაამსხვრია ფანჯარა და იქ არსებული ბანერი დააზიანა. პოლიციის მტკიცებით, ესენი 16 და 17 წლის მოზარდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დანაშაული უკვე აღიარეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის 187–ე მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება“, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100–დან 180 საათამდე ვადით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1–დან 3 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0