„აფბა“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ პასუხობს

აფბა
აფბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფბას წარმომადგენელთა აზრით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ავტორებს არც ზუსტი ფინანსური გათვლები გაუკეთებიათ მოსალოდნელი ზიანის შესახებ და მხოლოდ მიახლოებით გაანგარიშებებს დაეყრდნენ.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროქტი უარყოფითად არა მხოლოდ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ, არამედ  ბევრმა  სამინისტრომ  თუ საჯარო უწყებამ შეაფასა, ნათქვამია  „აფბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ პასუხად გააკეთა. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი ყველა ბიზნესმენმა თუ ეკონომიკის ექსპერტმა გააკრიტიკა, არც პარლამენტში გამოუჩდნენ მას მხარდამჭერები. გაინტერესებთ,  რა უპასუხა ყველა ამ ადამიანს „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, რა არგუმენტები წარმოადგინა მისივე შექმნილი კანონპროექტის დასაცავად? ყველა მათგანი თამბაქოს ინდუსტრიისგან მოსყიდულებად გამოაცხადა,“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აფბა: თამბაქოს შესახებ კანონპროექტი საკმაოდ ბუნდოვანია

21 სექტემბერს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციამ ბრიფინგი გამართა,სადაც  შეაფასა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა.

კანონპროექტის შესახებ აფბას შეფასებას, თავად ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ”თამბაქოს კონტროლის ალიანსი” გამოეხმაურა და ახალგაზრდა ფინანსისტ-ბიზნესმენებს არაკომპეტენტურები უწოდა და თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებაშიც დაადანაშაულა.

ბახტურიძე: „აფბას ანალიტიკოსს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“

 

„უბრალოდ გაოცებას იწვევს თქვენი პრინციპულობა. როდესაც ყველა აკრიტიკებს თქვენს მიერ შექმნილ დოკუმენტს, იქნებ ერთი წუთით დაფიქრებულიყავით, რომ რაღაც ცუდად დაწერეთ?! არ შეიძლება მთელი ქვეყანა თქვენი წინააღმდეგ იყოს. თქვენი მთავარი არგუმენტი კრიტიკოსების მიმართ კი კვლავ ერთი და იგივეა, – ყველას თამბაქოს ინდუსტრიასთან კავშრიში ადანაშაულებთ. კარგით რაა, თავად გჯერათ ამის?“, — აღნიშნულია განცხადებაში.

აფბას წარმომადგენელთა აზრით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ავტორებს არც ზუსტი ფინანსური გათვლები გაუკეთებიათ მოსალოდნელი ზიანის შესახებ და მხოლოდ მიახლოებით  გაანგარიშებებს დაეყრდნენ. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0