საპატრულო პოლიცია

შსს-ს თანამშრომლები არჩევნებისათვის სპეციალურ ტრენინგებს გადიან

15
(განახლებულია 16:31 09.01.2017)
ტრენინგების მიზანია, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სამართალდამცველების ინფორმირება არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული სპეციალური ბრძანების საფუძველზე, პოლიციელთა გადამზადება მიმდინარეობს. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის იურისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატარებენ ტრენინგებს —„უსაფრთხო და თავისუფალი არჩევნები 2016“, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური

აჭარაში, ქალაქ ბათუმში, პოლიციელთა წინასაარჩევნო გადამზადებას, ცესკო-ს სწავლების ცენტრის წარმომადგენელი, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშოროსი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეუთო-ს, საია-ს ანალიტიკოსები და დამკვირვებლები დაესწრნენ.

სწავლებაზე არჩევნების უსაფრთხოების კონტექსტში განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც საარჩევნო კოდექსიდან და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებიდან.

სწავლება უკვე გაიარეს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა.

15
თემები:
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)