ჯანჯაფილის ყვავილი

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი

35410
(განახლებულია 12:14 22.01.2018)
ჯანჯაფილი ხსნის დაღლილობას, შველის თავის ტკივილს, გაღიზიანებას. იყენებენ შაკიკის, გრიპისა და სხვადასხვა დაავადების დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ხელს უწყობს წონაში დაკლებას, გამოირჩევა სექსუალური ენერგიის აღდგენის უნარით.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით. ამჯერად ჯანჯაფილზე ვისაუბრებთ.

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, იმბირი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის სამშობლოც ინდოეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაა. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი.

მცენარის ფესვებში აღმოჩენილია ლიპიდები, სახამებელი. ჯანჯაფილი შეიცავს ვიტაინებს C, B1, B2, A, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას,  თუთიას, ნატრიუმსა და კალიუმს. ასევე ცნობილია, რომ მის შემადგენლობაშია ფელანდრინი, ცინეოლი, ეთერზეთები, ბორნეოლი, გინგეროლი, ასევე შეიცავს ამინომჟავებს.

ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის ბოლქვები:

კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას

აძლიერებს იმუნურ სისტემას

აფერხებს ნაწლავების სიმსივნის განვითარებას

ხსნის ტკივილს ართრიტის დროს, ამცირებს ტკივილს კუჭისა და ნაწლავების დაავადებების დროს (მაგალითად, საკვებით მოწამვლისას და სხვა)

ხსნის სპაზმებს და შებერილობისას ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება

კარგი ოფლმდენი საშუალებაა

შველის პირღებინებას, ხელს უწყობს ნაღვლის გამოდენს და ნაღვლის წვენის გამომუშავებას.

ჯანჯაფილი გამოიყენება კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, „ზღვის ავადმყოფობის“, ნაწლავების ატონიისა და ანთების, გაციების, ხველების, გრიპის, ასთმის დროს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება გამოყენებულ იქნას შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ჯანჯაფილი კარგი საშუალებაა დაღლილობის, მოთენთილობის მოსახსნელად, ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს. კოჭა ათხელებს სისხლს და ტვინს ჟანგბადით ამარაგებს.

ჯანჯაფილი ასევე ცნობილია, როგორც ორგანიზმის გაახალგაზრდავების საშუალება, ის სექსუალური ენერგიის აღდგენის უნარით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდან იყენებენ, როგორც პოტენციის ამაღლების ეფექტურ საშუალებას.

ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი

მცენარე ასევე დადებითად მოქმედებს ქალებზე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობის დროს – როგორც ტოქსიკოზის სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (ორსულთათვის ჯანჯაფილის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში და ძუძუთი კვების დროს არ არის სასურველი). ჯანჯაფილის გამოყენება რეკომენდებულია უშვილობის დროს; კოჭათი მკურნალობენ მიომას, აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს. ასევე, კლიმაქსის დროს ამსუბუქებს სიმპტომებს, შველის თავის ტკივილსა და გაღიზიანებულობას.

ჯანჯაფილის სამკურნალოდ გამოყენების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ის ძლიერი ზემოქმედებით ხასიათდება და ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი მიღება მაღალი ტემპერატურის, სისხლდენის, მწვავე გასტრიტის დროს, ზაფხულის ცხელ დღეებში.

რამდენადაც ჭარბი წონის დაგროვებას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს, ჯანჯაფილის დამატება ყოველდღიურ რაციონში აწესრიგებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

შაქრიანი დიაბეტის ჯანჯაფილით მკურნალობა აჩვენებს, რომ მცენარე ნამდვილად უნივერსალურ ზემოქმედებას ახდენს. კოჭას ფესვი შეუცვლელი ამინომჟავების სრულ კომპლექსს შეიცავს. მისი ახალი წვენის მიღება ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ასევე ქოლესტერინს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ჯანჯაფილის საკვებში დამატებით, იღებენ საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს.

ჯანჯაფილის მუდმივი გამოყენება ჯანმრთელობას აძლიერებს. მას სხვადასხვა დიეტების დროს იყენებენ.

გთავაზობთ ჯანჯაფილის შემადგენლობით სამკურნალო ნარევების მომზადების რამდენიმე რეცეპტს. 

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, იმბირი
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, იმბირი

გასახდომი ჩაის მომზადების წესი: ორი ლიმონის წვენს დაუმატეთ მდუღარე წყალი (300 გრამამდე), ცოტა რომ შეგრილდება, დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი თაფლი და 1–2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი.  ჩაი მიიღეთ, სანამ ცხელია.

ჩაის რეცეპტი: დაჭერით ჯანჯაფილი წვრილად, დაასხით სუფთა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და სხეულის ტეპერატურამდე გააგრილეთ. დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

ჯანჯაფილი+თაფლი+ლიმონი – ჩაი ამ ინგრედიენტებით დაგეხმარებათ განტვირთვაში, მნიშვნელოვნად ამცირებს დაძაბულობას, შეაჩერებს შაკიკს, ყავის მსგავსად, აამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

 

35410
წმინდა გიორგი

საქართველოში გიორგობა აღინიშნება

6
(განახლებულია 08:27 06.05.2021)
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე.

წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში,  წლის ყველა დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.  

6
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ჩინური პრეპარატით აიცრა

75
(განახლებულია 21:55 05.05.2021)
ლაშა ხუციშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან მეორეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების პრეპარატით ჩაიტარა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ვაქცინის დასახელებას და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც აღნიშნული პრეპარატით აცრა მილიონობით ადამიანმა გაიკეთა. 

„კარგი ვაქცინაა, ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ და თამამად გამოვიყენოთ იგი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ჩინური წარმოების Sinopharm-ით ავიცერი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვაქცინა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ვაქცინა ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა დღეს ასევე გაიკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს უწყების თანამშრომლებმაც. 

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47.949 ადამიანს აქვს გაკეთებული.

75