თბილისში ავტობუსების მძღოლებს ყოველ დილით ექიმები შეამოწმებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ მძღოლს გადაადგილებისას ინფარქტი დაემართა.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ავტობუსების მძღოლებს ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ ექიმები შეამოწმებენ, განაცხადა საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსში“.

კვირის დასაწყისში მორიგე ავტობუსი, რომელიც ქალაქის ავტოპარკის თანამშრომლებს ემსახურება, გლდანში ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავარიის მიზეზი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, ის გულის ინფარქტით გარდაიცვალა.

„ქართულმა სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის მერიას წინადადებით უკვე მიმართა და მომავალი კვირიდან ქალაქის სამივე ბაზაზე მყოფ ყველა მძღოლს კონკრეტულ ხაზზე გასვლამდე ექიმები შეამოწმებენ“, — განაცხადა მუმლაძემ.

დღეს მძღოლმა სამსახურში გასვლის წინ, ექიმის ცნობა უნდა წარმოადგინოს, დასძინა მან.

თბილისის ავტოპარკი 750 ავტობუსს ითვლის. მძღოლები დღეში 8 საათს მუშაობენ და მათთვის ერთსაათიანი შესვენების დრო აქვთ დაწესებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0