პუშკინის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ ორმხრივი გახდა

გამოწერა
მერიამ პუშკინის ქუჩაზე ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობა აღდგა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მიკროავტობუსებისა და ავტობუსების უმეტესობა, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის, ორთაჭალისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, უკვე პუშკინის ქუჩით იმოძრავებენ.

მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

პუშკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
თბილისში პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა კვლავ ორმხრივი გახდა

მერიის გადაწყვეტილებით შეიცვალა შემდეგი ნომრის ავტობუსების მარშრუტი: 14, 33, 61, 88, 140, 150, 37, 46 და122. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო რიგ მიკროავტობუსებს: 2, 4, 19, 31, 72, 141, 170, 176, 67, 120, 131 и 149.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა, რომელიც 2012 წელს აიკრძალა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღდგა. რამდენიმე წლის წინ ამ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი მას შემდეგ გახდა, რაც მიწის ქვეშ დედაქალაქის ძველი გალავნის ნანგრევები (XII–XIII სს) აღმოაჩინეს. ამან მძღოლებს პრობლემები შეუქმნა.

ქალაქის ამ მონაკვეთის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა გადაწყვეტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4,4 მლნ ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0