ქართული რესტორანი „არაგვი“ ავსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დასახელდა

© FB/ресторан "Арагви" в Венеრესტორანი "არაგვი" ვენაში
რესტორანი არაგვი ვენაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესტორანმა „არაგვმა“, რომელიც ვენაში შვიდი თვის წინ გაიხსნა, ინტერნეტ-გამოცემა A-Listen-ისგან ხარისხის სპეციალური ნიშანი მიიღო.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ავსტრიულმა ინტერნეტ-გამოცემა A-Listen-მა ქვეყნის საუკეთესო კვების ობიექტების ნუსხაში ვენაში გახსნილი ქართული რესტორანი „არაგვი“ შეიყვანა, განუცხადა Sputnik-ს რესტორნის პრეს-სამსახურის უფროსმა მიხეილ ხაჩიძემ.

„ცოტა ხნის წინ ამ გამოცემის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათთან ჩვენ რესტორანზე ძალიან ბევრი დადებითი ინფორმაცია შედის. მათ დაწერეს ჩვენზე, გადაიღეს ფოტოები, შემდეგ კი მათგან პასუხი მოვიდა, რომ ჩვენი რესტორანი ავსტრიის საუკეთესო რესტორნების ჩამონათვალში შევიდა“, — განაცხადა ხაჩიძემ.

გამოცემა ავსტრიის საუკეთესო რესტორნების რეიტინგს კლიენტებისა და ქვეყნის მოსახლეობის შეფასების საფუძველზე სისტემატურად ადგენს. რესტორნებს აფასებენ არა მხოლოდ მომსახურების ხარისხით, არამედ სამზარეულოთი, ინტერიერითა და მუსიკალურ-გასართობი პროგრამით, განმარტა ხაჩიძემ.

ფიროსმანის ტილო - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ყველაზე მომხიბლავი საქართველოში სტუმართმოყვარეობა და ადამიანებია

„თავდაპირველად პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ რადგან სია პერმანენტულად ახლდება, ახლა ჩვენი რესტორანი მეორე ადგილზე გადავიდა“, — აღნიშნა პრეს-სამსახურის უფროსმა.

გამოცემა A-Listen-მა „არაგვს“ ხარისხის სპეციალური ნიშანი გადასცა, რომელიც რესტორნის ვებ-გვერდზეც განთავსდება. ასეთი ლოგოტიპის არსებობა ავსტრიაში კარგ ტონად მიიჩნევა და კვების ობიექტის პოპულარობას ზრდის, განაცხადა ხაჩიძემ.

რაც შეეხება თვითონ რესტორანს, ის შვიდი თვის წინ ვენაში აფხაზეთიდან გადასახლებულმა ნანა ანჩაბაძემ გახსნა. რესტორანს ის თავის ოჯახთან ერთად უძღვება.

„არაგვი“ ვენაში ერთადერთი ქართული რესტორანია. ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თეატრ Volkstheater-თან ახლოს მდებარეობს.

„არაგვს“, ძირითადად, ავსტრიელები სტუმრობენ, თუმცა ის დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსებს, უკრაინელებსა და სომხებს შორისაც.

„არაგვის“ სამზარეულო მხოლოდ ქართულია, მზარეულები საქართველოდან არიან. რესტორნის სტუმრებს ყველაზე მეტად მოსწონთ ხინკალი, ხაჭაპური, ბაჟე და სხვა ქართული კერძები.

რესტორანს ღვინო და ლიმონათი საქართველოდან მიეწოდება.

ყველა ახალი ამბავი
0