დღეიდან საქართველოში ავტომობილის რადიაციაზე შემოწმებაა შესაძლებელი

© FB/Минприроды Грузии მანქანის რადიაციაზე შემოწმება
მანქანის რადიაციაზე შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიიდან იმპორტირებულ ავტომობილებს რადიაციაზე საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ამოწმებენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მანქანების ხელმეორედ შემოწმებას ამჯობინებს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების მფლობელებს მათი ხელმეორედ შემოწმება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებთან შეუძლიათ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ლუგარის ლაბორატორია: სარგებელი თუ ზიანი?

„დღეს უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა", ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე.

მომსახურების ღირებულება 50 ლარია.

იაპონიიდან იმპორტირებულ ავტომობილებს რადიაციაზე საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ამოწმებენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მანქანების ხელმეორედ შემოწმებას ამჯობინებს. სწორედ ამიტომ დანერგა სამინისტრომ ახალი სერვისი.

ყველა ახალი ამბავი
0