თელასი

"თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

18
(განახლებულია 17:31 04.08.2016)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 5 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პანკისის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

18