გუდაური

გუდაურში წყალმომარაგების სისტემა გაუმჯობესდება

17
(განახლებულია 20:32 04.08.2016)
გუდაურს, სადაც ზამთრის დადგომასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება, სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ნოემბრის ბოლოსთვის ვითარება გაუმჯობესდება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო.

პროექტი, რომელსაც წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია ახორციელებს, სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016 წლის  ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, აღნიშნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გუდაურს, სადაც ზამთრის დადგომასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება, სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობისა და 7 ათასზე მეტი ტურისტისთვის.

17