დღეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთი წლისთავი აღინიშნება

© AFP 20242015 წელი, წყალდიდობის შედეგები
2015 წელი, წყალდიდობის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საბურთალოს ერთ–ერთ ქუჩას წყალდიდობისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი ეწოდება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ერთი წლის წინანდელი დამანგრეველი წყალდიდობისა და 21 დაღუპულის გასახსენებლად საქართველოს დედაქალაქში დღეს არაერთი ღონისძიება გაიმართება.

სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სახელზე წირვა–ლოცვა აღევლინება.

გზა წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
წყალდიდობით დაზარალებულთათვის შემოწირულობის სახით 26 მლნ ლარი შეგროვდა

თბილისის ზოოპარკში, რომლის ბინადართა ნახევარიც შეიწირა წყალდიდობამ, გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია, მოეწყობა თავდაცვის სამინისტროს ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“, ასევე მოეწყობა მხატვარ ირინა ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა სახელწოდებით „ზოოლაივი“ და ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) აქცია სახელწოდებით „გაუფრთხილდი“. 

დღეს ზოოპარკში შესვლა თავისუფალი იქნება.

დღესვე საბურთალოს ერთ–ერთ ქუჩას წყალდიდობისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი ეწოდება. 

ყველა ახალი ამბავი
0