Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობას ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშინოუთბუქი
ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მკითხველისთვის ყოველდღიურად ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერნეტი, ხოლო ყველაზე უმნიშვნელო - სტაციონარული ტელეფონი.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. Sputnik-ის გამოკითხვის მიხედვით, მკითხველთა 35%-ზე მეტს ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

პორტალმა მკითხველს შესთავაზა გამოკითხვა „რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?“.

მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია გამოკითხულთა 27,2%-ს, კომპიუტერის გარეშე — 10,6%-ს, ტელევიზორის გარეშე — 5,3%-ს, წიგნის გარეშე — 4,6%-ს, ჟურნალ-გაზეთების გარეშე — 2,6%-ს, სტაციონარული ტელეფონის გარეშე — სულ 0,7%-ს. 4%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ყველა ახალი ამბავი
0