ყველაზე პატარა ფერმერი საქმის გაფართოებაზე ოცნებობს

© photo: courtesy of Shako Meshvelashviliშაკო მეშველაშვილი
შაკო მეშველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭუნა, რომელიც კურდღლების მოშენებით არის დაკავებული, ფულის შეგროვებაზე ოცნებობს, რათა მიწის ნაკვეთი იყიდოს და იქ ნამდვილი ფერმა ააშენოს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. შაკო მეშველიშვილი 11 წლის იყო, როდესაც დედისგან ფული ისესხა, რამდენიმე კურდღელი იყიდა და მოაშენა, ამგვარად შექმნა მან თავისი პატარა ფერმა, განაცხადა ბიჭუნამ Sputnik-თან.

საკუთარი ფერმის შექმნის იდეა შაკოს მაშინ მოუვიდა, როდესაც სულ რაღაც ექვსი წლის იყო. ცხოველებისა და განსაკუთრებით კურდღლების სიყვარულმა მოიყვანა ის ამ საქმეში, აღნიშნა ახალგაზრდა ფერმერმა.

„თავიდან ისინი ბაბუასთან სოფელში მოვაშენე, შემდეგ ბაზარზე ვყიდიდი. დედას ვალი უკვე ერთ თვეში დავუბრუნე. გამომუშავებული ფულით ახალ კურდღლებს ვყიდულობდი, რომ ჩემი პატარა ფერმა გამეფართოებინა“, — აღნიშნა პატარა ფერმერმა.

ბიჭუნას დედას სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა მოუწია. შაკოს დები დეიდასთან ცხოვრობენ, ხოლო ბიჭუნას თბილისის ერთ-ერთ მონასტერში მოუწია გაჩერება, სადაც მოაშენა კიდეც თავისი კურდღლები.

© შ. მეშველაშვილის პირადი არქივიყველაზე ახალბედა ფერმერი
ყველაზე ახალბედა ფერმერი - Sputnik საქართველო
ყველაზე ახალბედა ფერმერი

„დედას წასვლა მოუწია. თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე, მონასტერში ვცხოვრობ და მღვდელთან ერთად კურდღლებს ვუვლი. დილით შვიდ საათზე ვდგები, კურდღლებს ვაჭმევ, მერე სკოლაში მივდივარ.

როცა ვბრუნდები, ისევ ვაჭმევ, ვალაგებ“, — აღნიშნა მან.

შაკო ფულის შეგროვებაზე ოცნებობს, რათა მიწის ნაკვეთი იყიდოს და იქ ნამდვილი ფერმა ააშენოს. მას სჯერა, რომ თავისი საქმის გაფართოებისთვის 10 ათასი აშშ დოლარის გამომუშავებას შეძლებს.
მომავალში შაკო აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს და უნდა, ნამდვილი ფერმერი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0