კომპიუტერები

საქართველოს სუს-ი: სკანდალური ვიდეოები უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან ატვირთეს

47
(განახლებულია 22:28 29.03.2016)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული ვიდეოების ქსელში ატვირთვის ადგილების შესახებ ინფორმაციის გადმოცემის თხოვნით Google-ს, Facebook-ს და YouTube-ს მიმართა. კომპანიებმა მოთხოვნაზე უპასუხეს და მასალები წარადგინეს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართული პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან ატვირთეს, განაცხადა  პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ.

საქართველოში ქართული პოლიტიკოსების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის  ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ჩვენ მივმართეთ მომსახურების საერთაშორისო ცენტრებს. საუბარია Google, Facebook и YouTube. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი კონკრეტული ვიდეოები  კონკრეტული ქვეყნებიდან აიტვირთა. საუბარია უკრაინასა, შვედეთსა და ლიტვაზეა“,-განაცხადა იზორიამ „რუსთავი-2“-ის ეთერში.

საქართველოს პროკურატურა 15 მარტს ერთ-ერთ მსგავს საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილის და ადვოკატ ირაკლი ფხალაძის დაპატიმრების შესახებ იუწყებოდა, ასევე ინგა ჩატოიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში ვინმე გელა ღურწკაიამ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს ერთ-ერთი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უჩვენა, რათა ისინი მომავალში მასმედიაში მოხვედრილიყო. ამ დროს პროკურატურა არ აზუსტებდა, რა შინაარსისაა ეს კადრები. ღურწკაია 2016 წლის თებერვალში დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ კიდევ ორ საქმეს იძიებს. საუბარია მოცემული კადრების სოციალურ ქსელში ატვირთვაზე.

მარტის დასაწყისიდან  Youtube-ში უკვე ორჯერ გაჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. 11 მარტს გამოქვეყნებულ პირველ ჩანაწერში მითითებული იყო, რომელი პოლიტიკოსია აღბეჭდილი ვიდეოზე. თუმცა მეორე ჩანაწერში ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დამალა. მან ასევე დაიმუქრა, რომ მალე საქართველოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის „მონაწილეობით“ კიდევ რამოდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებს.

47